გაყიდვების სცენარები

აპლიკაციის დახმარებით შესაძლებელია გაყიდვების 20-30%-ანი ზრდა შემდეგი ერთი წლის განმავლობაში

 

დღეისათვის გაყიდვების წარმომადგენლების დიდმა ნაწილმა არ იცის თუ რა ეტაპები უნდა გაიარონ იმისათვის, რომ კლიენტმა შეიძინოს მათგან პროდუქტი და იყოს ბედნიერი თავისი შენაძენით.

ჩვენი კომპანიის მიზანია დავეხმაროთ კომპანიებს გაყიდვების პროცესის გაუმჯობესებასა და მისი ეფექტურობის გაზრდაში. აღნიშნული პროგრამა დაგეხმარებათ მოამზადოთ გაყიდვების სცენარები თქვენი თანამშრომლებისთვის, რომლის გამოყენების შედეგად ისინი ყოველთვის მზად იქნებიან ყველა შესაძლო წინააღმდეგობაზე, რაც შეიძლება მათ კლიენტის მხრიდან შეხვდეთ, მათი პროდუქტიულობის დონე მკვეთრად იზრდება და გაყიდვების პროცესი უფრო ეფექტური და გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებული ხდება.

ამ პროგრამის გამოყენებით თქვენ შეძლებთ მარტივად ასწავლოთ თქვენს თანამშრომლებს თქვენთვის მისაღები და ყველაზე ეფექტური გაყიდვის სქემა, ასევე მისი გამოყენება ამარტივებს ახალი თანმშრომლების გადამზადებისა და საქმის შესწავლის პროცესებს.

პროგრამის მუდმივი გამოყენების შედეგად თქვენი გაყიდვების მენეჯერები შეძლებენ მაქსიმალურად ეფექტურად აწარმოონ მოლაპარაკება კლიენტთან, ისინი დაზღვეულნი არიან დეტალების გამორჩენისა და დაბნეულობის გამო მნიშვნელოვანი საკითხების გამოტოვებისგან და რაც მთავარია არ ნებდებიან კლიენტის უარზე, ჩვენს შემთხვევაში "არა" არ ნიშნავს მოლაპარაკების დასრულებას. სწორედ ამ პრინციპზეა აგებული ჩვენი პროგრამა, რომლის გამოყენებით შეძლებთ დაძლიოთ ყველა წინააღმდეგობა და უარყოფა და აწარმოოთ მოლაპარაკება მანამ, სანამ სასურველ მიზანს არ მიაღწევთ.


 

დაარეგისტრირეთ თქვენი კომპანია მოცემულ ბმულზე. ჩვენ დაგიკავშირდებით და გაგიწევთ უფასო კონსულტაციას გაყიდვების სცენარების აპლიკაციასთან დაკავშირებით.