კომპანიის სტრატეგიის შექმნა

კომპანიის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩამოყალიბებული იყოს ის მიზნები, რისი მიღწევაც სურს მომავალში.

დღესდღეობით საქართველოში ძალიან ბევრ კომპანიას აქვს მიზნების პრობლემა, რადგან მათ არ იციან რისი მიღწევა სურთ მინიუმ 1 ან მაქსიმუმ 3-5 წლის განმავლობაში.

რა თქმა უნდა, სამომავლო გეგმების განსაზღვრა ძალიან რთულია, თუმცა ეს ნომერ პირველი ამოცანაა კომპანიის მენეჯმენტიისთვის ბიზნესის განვითრებაზე მუშაობისას.

მიზნების ჩამოყალიბების შემდეგ, მეორე ამოცანა კომპანიის სტრატეგია, მესამე კი სამოქმედო გეგმაა, რისი საშუალებითაც ხდება შესაბამისი მიზნების მიღწევა. ეს სამი კომპონენტი კი ერთიანდება სტრატეგიულ მენეჯმენტში, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია კომპანიის მართვისას

 

როგორ ხდება კომპანიის სტრატეგიის განსაზღვრა და ჩამოყალიბება?

მანამ, სანამ შედგება კომპანიის ბიუჯეტი, საჭიროა „საბრძოლო სტრატეგიის“ შემუშავება. კომპანიას უნდა ჰქონდეს მიზნები, ღირებულებები, ინდუსტრიის საზომი, მომავლის ხედვა, ასევე გარკვეული პოზიციონირება მომხმარებლის გონებაში, უნდა არსებობდეს კონკურენტული უპირატესობა, რომელსაც ხედავენ პოტენციური მომხმარებლები. მნიშვნელოვანია, თუ რა დანაპირებს აძლევს კომპანია მომხმარებლებს და რითი განსხვავდება ის სხვებისგან. ასევე გარანტიები, რომ ამ ყველაფერს ნამდვილად შეასრულებს.

შემდეგ ხდება სამოქმედო გეგმის შედგენა, თუ რომელი დეპარტამენტი ან თანამშრომელი რა ამოცანებზე უნდა ფოკუსირდეს შემდეგი ერთი წლის განმავლობაში.

 

რას ვაკეთებთ ჩვენ?

ჩვენი გუნდი ეხმარება ჩვენს კლიენტებს შესაბამისი სტრატეგიის ჩამოყალიბებაში, რომელიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა კომპონენტს, რა დროსაც თქვენ გექნებათ კარგად განსაზღვრული მიზნები, საბრძოლო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რაც მოგცემთ ნებისმიერი გეგმის განხორციელების შესაძლებლობას.

 

იმისათვის, რომ მიიღოთ გარკვეული რეკომენდაციები ჩვენგან და გააანალიზოთ, რამდენად არის საჭირო სტრატეგიის შექმნა ან უბრალოდ განახლება, დაგვიკავშირდით. ჩვენ ოპერატიულად დავიწყებთ თქვენი კომპანიის სტრატეგიაზე ზრუნვას.