ლიკა ლომიძე

1.რა  არის თქვენთვის მოტივაცია?

მოტივაცია ჩემთვის არის ის პატარ-პატარა ნაბიჯები, რომლებსაც საბოლოოდ დიდი თუ პატარა მიზნებისკენ მივყავარ, ასევე როდესაც ადამიანს ვუკეთებ ისეთ რამეს, რაც მასში ღიმილს და სიხარულს იწვევს. სწორედ ეს არის ჩემთვის მოტივაცია.

 

2.რატომ  გადაწყვიტეთ გამხდარიყავით David Kenchadze Consulting Group-ის გუნდის წევრი?

თავიდან დავითთან მოვხვდი ერთ-ერთი პროექტის, ‘‘გაყიდვების კლუბის’’, საშუალებით და ამ გუნდში რაც მომწონდა იყო მუდმივი სწავლა და განვითარება, სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა ის, რომ გამიჩნდა სურვილი ამ მეგობრულ გუნდში ყოფნის,  შემდეგ კი ბევრი შრომის შედეგად გავხდი David Kenchadze Consulting Group-ის გუნდის წევრი.

 

3.როგორი განცდაა, როდესაც მომხმარებელი იღებს იმაზე კარგ შედეგებს, ვიდრე ის ელოდა?

დამიჯერეთ, ეს ძალიან მაგარი მომენტია და ამ დროს მომხმარებელზე მეტად ჩვენ გვიხარია და ამავდროულად დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, რადგან როდესაც მომხმარებელი იმაზე მეტს იღებს ვიდრე ელოდა, მომდევნო შედეგი წინაზე ნაკლები არ უნდა იყოს და ეს არც ისე მარტივია.

 

4.მართალია, რომ თითოეულ კლიენტს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ გექნებათ თქვენი მეთოდი, რომელიც ხშირად ამართლებს?

რა თქმა უნდა, თითოეულ კლიენტს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, ზოგადად გაყიდვები ისეთი სფეროა ვფიქრობ არ არსებობს სტანდარტული წესები და დოგმები, რასაც ხშირად წიგნების ან სემინარების საშუალებით ვსწავლობთ. ეს გვეხმარება ზოგად ცოდნაში, თუმცა უშუალოდ გაყიდვების პროცესი ბევრად უფრო მრავალფეროვანია. სეილსმენს უწევს ექსპრონტად და ბუნებრივად მოქცევა და რა თქმა უნდა, არასდროს არ უნდა მოატყუო მომხმარებელი, ვფიქრობ David Kenchadze Consulting Group-ის  გაყიდვების გუნდის უპირატესობაც სწორედ ეს არის.

 

5. მოგვიყევით ცოტა რამ თქვენი გამოცდილების შესახებ.

ამ კითხვაზე ძალიან მარტივად ლინკდინის ლინკი, რომ მოგცეთ იმედია არ მიწყენთ, ვფიქრობ იქ უფრო მოკლედ და კონკრეტუალდ წერია, ვიდრე მე ვისაუბრებ. მადლობა საინტერესო კითხვებისთვის.