გაყიდვების აუთსორსინგი

დღესდღეობით, ინფორმაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის და მომხმარებლების მაღალი ინფორმირებულობის პირობებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბიზნესის უმნიშვნელოვანესი რგოლის - გაყიდვების გუნდის ჩამოყალიბებას და ეფექტურ მენეჯმენტს.

გაყიდვების ეფექტური მენეჯმენტი დიდ ძალისხმევას და პრაქტიკულ ცოდნას მოითხოვს, რაც ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების და შესაბამისი განათლების შედეგია. სამწუხაროდ საქართველოში ყველაზე ხშირად კომპანიებს სწორედ ამ მიმართულებით აქვთ პრობლემები.

ჩვენი გუნდი გთავაზობთ სრულ მხარდაჭერას გაყიდვების მიმართულებით და დახმარებას გაყიდვების სტრატეგიის ჩამოყალიბებაში, შემდეგ კი რაც მთავარია, დასახული მიზნების ერთად მიღწევაში.


ჩვენს გუნდს აქვს გაყიდვების აუთსორსინგის 4 სხვადასხვა მიმართულება: 

 

1)    სრული აუთსორსინგი

•    გაყიდვების დაგეგმილი მიზნების მიღწევაზე პასუხისმგებლობის აღება
•    სიტუაციური ანალიზი
•    გაყიდვების გუნდის შექმნა/რეკრუტინგი
•    გაყიდვების გუნდის ტრენინგი და ქოუჩინგი
•    პოტენციური კლიენტების ბაზის მომზადება
•    გაყიდვების სტრატეგიის/სცენარის მომზადება
•    გაყიდვების გეგმის შედგენა
•    მოტივაციის გუნდის ჩამოყალიბება
•    გაყიდვები გუნდის მენეჯმენტი
•    რეპორტინგი

2)    კლიენტების მოძიება

•    კლიენტების რაოდენობის მიწოდებაზე პასუხისმგებლობის აღება
•    პროექტისათვის განკუთვნილი, ეფექტური გაყიდვების გუნდის შექმნა
•    პოტენციური კლიენტების სიის მომზადება
•    პოტენციურ კლიენტთან პირველადი კავშირის დამყარება
•    კლიენტთან მოლაპარაკების მეორე ეტაპზე გადაყვანა
•    კლიენტის საჭიროების ანალიზი და ინფორმაციის მიწოდება კომპანიის შიდა გუნდისთვის

3)    კონკრეტული პროდუქტის გაყიდვების მართვა

•    პროდუქტის გაყიდვებზე პასუხისმგებლობის აღება
•    გაყიდვების გუნდის შექმნა კონკრეტული პროდუქტისთვის 
•    გაყიდვის სტრატეგიის შემუშავება 
•    გაყიდვების გეგმის ჩამოყალიბება
•    მოტივაციის სისტემის ჩამოყალიბება
•    გაყიდვების სტრატეგიის /სცენარის მომზადება
•    ყოველდღიური გაყიდვების მენეჯმენტი
•    რეპორტინგი

4)    გაყიდვების მენეჯმენტის აუთსორსინგი

•    გაყიდვების გუნდის მიერ დაპირებული შედეგების მიღებაზე პასუხისმგებელობის აღება 
•    გაყიდვების წლიური გეგმის და ბიუჯეტის მომზადება
•    გაყიდვების სტრატეგიის მომზადება
•    გაყიდვების სამოქმედო გეგმის მომზადება
•    სამოტივაციო სისტემის მომზადება
•    გაყიდვების სცენარების მომზადება და ქოუჩინგი
•    მიმდინარე გაყიდვების შედეგების კონტროლი
•    ყოველთვიური შედეგების ანალიზი 
•    გაყიდვების გუნდის მენეჯმენტი

 

არსებობს 10 მიზეზი, თუ რატომ ჯობია გაყიდვების აუთსორსინგი:
 
1.შედეგებზე ორიენტაცია - ჩვენთან თანამშრომობით თქვენ იღებთ პროფესიონალების გუნდს, რომელთაც გაყიდვებში 10 წლიანი გამოცდილება აქვთ და არიან თქვენი კომპანიის შედეგებზე ორიენტირებულნი.

2.დროის ეკონომია - ძლიერი გაყიდვების აუთსორსინგი ნიშნავს დაზოგილ დროს გაყიდვების განყოფილების საკუთარი ძალებით შექმნაზე. ამ შემთხვევაში თქვენს გაყიდვებს მართავს გამოცდილი პროფესიონალების გუნდი, თქვენ კი მეტი დრო გაქვთ სხვა პრიორიტეტებზე კონცენტრირებისთვის.

3.ახალი კლიენტების შეძენა - გაყიდვების აუთსორსინგი ნიშნავს გაფართოებულ კლიენტების ბაზას ჩვენი კომპანიის კონტაქტების ხარჯზე.

4.რეპორტინგი - ჩვენ ვაწარმოებთ ყოველდღიური საქმიანობის დეტალურ რეპორტინგს და გაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას დასახული მიზნების მიღწევების შესახებ.

5.ხარჯების ეკონომია -  გაყიდვების აუთსორსინგის შემთხვევაში კომპანიას უფრო მცირე ფიქსირებული ხარჯები აქვს.

6.უფრო მეტი შემოსავალი - ჩვენს გუნდთან თანამშრომლობით, თქვენ გეყოლებათ მაღალი დონის გაყიდვების წარმომადგენლები, რაც გარანტირებულად გაყიდვების ზრდას ნიშნავს.

7.კომპანიის ზრდის მაღალი ტემპი - გაყიდვების აუთსორსინგის დახმარებით გაზრდილი გაყიდვები, თქვენი კომპანიის სხვა განყოფილებებს არ აძლევს მოდუნების საშუალებას და გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად წარმოშობს განვითარების საჭიროებას.

8.ჩვენი საკონსულტაციო ჯგუფი მოიცავს სხვადასხვა მიმართულების სერვისებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ დამატებით იღებთ კონსულტაციებს სხვა ისეთი მიმართულებებიდან, როგორიცაა მარკეტინგი, სტრატეგიული მენეჯმენტი, აიტი, ფინანსები და სხვა.

9.კლიენტების კმაყოფილება - ჩვენ კარგად გვესმის კლიენტის მნიშვნელობა და ჩვენთან თანამშრომლობის შედეგად თქვენი კომპანიის ყველა თანამშრომელი გახდება კლიენტებზე ორიენტირებული.

10.კოორდინირება - თქვენი კომპანიისათვის შექმნილი გაყიდვების გუნდი იქნება სრულ კოორდინაციაში თქვენს ბიზნეს მიზნებთან. ჩვენი სახით თქვენ გეყოლებათ საუკეთესო ფრონტის ხაზი, მარკეტინგული ომების საწარმოებლად და კლიენტების მეტი რაოდენობის  მოსაპოვებლად.