გაყიდვების მენეჯმენტი

ოდესმე გიფიქრიათ, რომ გაყიდვების გაზრდა მარტივი და სწორი მიდგომებით და შესაბამისი პროფესიონალების დახმარებით რამდენიმე თვეში 20%-30%-ით არის შესაძლებელი?


ჩვენს გუნდს 200-ზე მეტ ქართულ კომპანიასთან მუშაობის გამოცდილება აქვს, შესაბამისად შეგვიძლია გაგიზიაროთ ძირითადი პრობლემები, რომლებიც დღესდღეობით ბევრ კომპანიას აწუხებს:

 

●თანამშრომლებმა არ იციან, როგორ გაყიდონ კომპანიის პროდუქტი

●გაყიდვების წარმომადგენლებმა არ იციან, როგორ მართონ კლიენტთან ურთიერთობის პროცესი

●გაყიდვების რაოდენობა არ შეესაბამება გეგმებს

●კომპანიები ვერ პოულობენ მაღალი დონის გაყიდვების პროფესიონალებს

●კონკურენტები აქტიურდებიან, იზრდება ბრძოლა ბაზარზე და ართმევენ კლიენტებს

●ახალი თანამშრომლის მომზადება დიდ დროსთან და რესურსებთან არის დაკავშირებული

●გაყიდვების პროცესი კარგად მიმდინარეობს, თუმცა ამავდროულად მეტი შემოსავლების მიღება შესაძლებელია

 

ჩვენი გამოცდილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ აღნიშნული პრობლემები/გამოწვევები მოგვარებადია და ჩვენ უკვე ათეულობით კომპანიას გავუზარდეთ გაყიდვები. ბუნებრივად სისტემური მიდგომების გარეშე რთულია ამ პრობლემების მოგვარება, სწორედ ამიტომ არ ვატარებთ ტრენინგებს, ჩვენ ვქმნით გაყიდვების სისტემას, რომელიც ჩვენი პროექტის დასრულების შემდეგ აგრძელებს მუშაობას და ყოველთვიურად დებს გაუმჯობესებულ  შედეგებს. 

 

იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი დონის გაყიდვების წარმომადგენლების მოძიება ბაზარზე რთულია, თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ შექმნათ სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ახალი კადრის მომზადებას 3-15 დღეში ისე, რომ მან შეძლოს მაღალი შედეგების მიღება.

 

ჩვენ ვქმნით გაყიდვების სცენარებს კონკრეტულად მხოლოდ თქვენი კომპანიისთვის, რომელიც არის კლიენტებთან ურთერთობისა და გაყიდვების საუკეთესო მოდელი. სცენარების შემუშავება ხდება ყველა შესაძლო სიტუაციისთვის, თქვენს თანამშრომლებს ეცოდინებათ პასუხი კლიენტის ყველა წინააღმდეგობაზე და მოახდენენ შესაბამის რეაგირებას თქვენ მიერ განსაზღვრული ქცევის წესებით.

 

წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც თქვენი თანამშრომლები იქნებიან მზად ყველა შესაძლო ვარიანტისთვის კლიენტთან მოლაპარაკების პროცესში და ეცოდინებათ ყველა სიტუაციაში სად უნდა წაიყვანონ აღნიშნული მოლაპარაკება სასურველი შედეგების მისაღებად.