გაყიდვების თანამშრომლების კვლევა

გაიგეთ რამდენად კარგად ყიდიან თქვენი გაყიდვების თანამშრომლები თქვენს პროდუქტს/მომსახურებას.

კომპანიები ხშირად ამოწმებენ მათი თანამშრომლების მომსახურების ხარისხს, თუმცა რამდენად საკმარისია მხოლოდ ხარისხის შემოწმება იმისათვის, რომ კომპანიამ მიიღოს მაღალი დონის ინფორმაცია?

ჩვენი კლიენტები ხშირად გვთხოვენ მათი გაყიდვების სისტემების და თანამშრომლების გაყიდვების მეთოდების კვლევას, სწორედ ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შეგვექმნა პროდუქტი ყველა იმ კომპანიისთვის, ვისაც სურვილი აქვს ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია საკუთარი გაყიდვების ტექნოლოგიების და თანამშრომლების შესახებ.

გაყიდვების თანამშრომლების და სისტემების კვლევის მიდგომა ინდივიდუალურია, ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ თქვენი კომპანიის სხვადასხვა მიმართულებები:
 

  • გაყიდვების თანამშრომლების პროფესიული ცოდნა;
  • გაყიდვების თანამშრომლების მიერ გაყიდვების მეთოდების გამოყენება;
  • რამდენად სწორ შეკითხვებს უსვამენ კლიენტებს თქვენი თანამშრომლები;
  • რამდენად სწორად პასუხობენ კლიენტების შეკითხვებს გაყიდვების წარმომადგენელები;
  • რას აკეთებენ თქვენი თანამშრომლები კლიენტების უარის შემთხვევაში;
  • რამდენად შეუძლიათ კლიენტისგან წამოსული სხვადასხვა წინააღმდეგობების გადალახვა;
  • რამდენად სწორ პროდუქტის პრეზენტაციას უკეთებენ თქვენს კლიენტებს თქვენი თანამშრომლები;

 

აგრეთვე შესაძლებელია ყველა სხვა საჭირო მიმართულებით გაყიდვების სისტემების და თანამშრომლების კვლევის ორგანიზება.