კომპანიის მენეჯმენტი

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი კომპანიის თანამშრომლები დასახულ მიზნებს აღწევენ დამოუკიდებლად, იციან როგორ უნდა მოაგვარონ პრობლემები, ყველა საქმეს აკეთებენ ხარისხიანად, ხოლო დავალებებს აკეთებენ ოპერატიულად. უბრალოდ დაფიქრდით რამდენი დროის გამოთავისუფლება შეგიძლიათ უფრო მნიშვნელოვანი ამოცანებისათვის თქვენ რომ არ გჭირდებოდეთ თქვენი გუნდის ყოველდღიურ საქმიანობაში ხშირი ჩართვა.

გინდათ, რომ თქვენი გუნდი ან/და მთლიანად კომპანია დამოუკიდებლად მუშაობდეს?

ჩვენ დაგეხმარებით მიზნებზე ორიენტირებული მენეჯმენტის სისტემის აწყობაში. დასახული ამოცანის მისაღწევად საჭიროა სამი ძირითადი მიმართულების შექმნა და დანერგვა კომპანიაში.

თანამშრომლები უნდა მიჰყვებოდნენ მენეჯმენტის მიერ დამკვიდრებულ სამ ძირითად მიმართულებას:

1.  ბიზნეს მიზნები. ყველა თანამშრომელმა უნდა იცოდეს თუ რას უნდა მიაღიწოს შემდეგი ერთი წლის განმავლობაში, თვის ან კვარტლის ჭრილში.

2.  ხარისხობრივი მიზნები. თქვენი გუნდის წევრებმა უნდა იცოდნენ თუ რას ნიშნავს საქმის  ხარისხიანად შესრულება. ამის მისაღწევად საჭიროა სპეციალური სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომლების სწავლებას, ხოლო კომპანიის მენეჯმენტი გააკონტროლებს სისტემის მუშაობას.

3.  დროითი მიზნები​. თქვენი გუნდის თითოეულმა წევრმა უნდა იცოდეს, თუ რა ფუნქციები აქვს და რა ვადებშია საჭირო გარკვეული დავალებების შესრულება. ჩვენი დახმარებით, თითოეულ თანამშრომელს ენიჭება ფუნქციები, რომელთა 95% არის დროში გაზომვადი, შესაბამისად, იზრდება შესასრულებელ საქმეზე თანამშრომელთა ფოკუსირება და ეფექტურობა.
 

ჩვენი მიდგომა ყოველთვის ინდივიდუალურია და მომხმარებელს არასდროს არაფერს ვთავაზობთ მანამ, სანამ ზუსტად არ გავარკვევეთ მისი კომპანიის საჭიროებას.