ბრენდინგი

დღეისათვის არსებულ კონკურენტულ გარემოში კომპანიის წარმატებული არსებობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გამოირჩეოდეს კონკურენტებისგან დამახასიათებელი ნიშან-თვისებით, რომლითაც აღქმული და დამახსოვრებული იქნება მომხმარებლის გონებაში.

 

როგორ გავიგოთ აქვს თუ არა თქვენს კომპანიას ბრენდინგის საჭიროება ან მისი განახლების აუცილებლობა?

 

ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ბაზარზე ბევრ კომპანიას აქვს შემდეგი პრობლემები:

 

● მომხმარებელი კარგად არ იცნობს ბრენდს;

● განუსაზღვრელია პოზიციონირება - რა ნიშა უკავია, ან უნდა დაიკავოს ბაზარზე?

● რით არის გამორჩეული და რატომ უნდა ენდოს მომხმარებელი თქვენს ბრენდს?

● არადამაკმაყოფილებელია დამოკიდებულება, ლოიალობა, ან მერყევია მომხმარებლის ქცევა ბრენდის, მისი პროდუქტის/სერვისის მიმართ;

● ბაზარზე არ ითვლება ბრენდი მაღალი რეპუტაციის მქონე ძლიერ მოთამაშედ;

● არსებულმა და პოტენციურმა კლიენტებმა არ იციან თქვენი კონკურენტული უპირატესობები.

● პოტენციურ მომხმარებელს არ ახსენდება თქვენი ბრენდი როგორც ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ბაზარზე

● არ შეიმჩნევა მომხმარებელთა მომართვიანობისა და გაყიდვების ზრდის ტენდენცია, ბრენდის არაპროგრესირებადი იმიჯის, რეპუტაციის, ცნობადობის ზრდის გამო, ან სულაც შეიმჩნევა კლების ტენდენცია;

● არ არის ფორმირებული ბრენდის გამომხატველი კორპორატიული ატრიბუტიკა - სახელი, ლოგო, სლოგანი, ბრენდ-ბუქი და ა.შ.

 

თუ  თვლით, რომ თქვენს კომპანიაში არსებული მდგომარეობა მიესადაგება ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებს, ჩვენი პროფესიონალ მარკეტერთა გუნდი გაგიწევთ დახმარებას აღნიშნულ საკითხში.

 

 

იმისათვის, რომ თქვენი კომპანია თქვენთვის სასურველი ნიშან-თვისებით, სახელითა და ასოციაციებით იყოს აღქმული მომხმარებლის გონებაში, ჩვენ შევქმენით სერვისი, რომლის მიზანი თქვენი კომპანიის იდენტიფიცირება და სასურველი ნიშის დაკავებაა პოტენციურ მომხმარებლების გონებაში.

 

მანამ, სანამ დავიწყებთ კონკრეტულ მოქმედებას, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ თქვენი ბრენდის მიზნებზე, რომელიც სხვადასხვა პარამეტრებით იზომება, რის შემდეგაც ჩვენ მოვამზადებთ მარკეტინგულ სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს დასახული მიზნების მიღწევას. გეგმის თქვენთან შეთანხმების შემდეგ კი ვიწყებთ მოქმედებას ამ  მიზნების მისაღწევად.

 

თანამედროვე ბიზნესში ბრძოლა მიმდინარეობს უკვე მომხმარებლის გონებაში და ის, ვინც აქ გამარჯვებას შეძლებს, ასევე გაიმარჯვებს ბაზარზეც. ფიქრობთ, რომ თქვენს კომპანიას აქვს შესაძლებელობა უკეთესი ადგილი დაიკავოს მომხმარებლის გონებაში და გაზარდოს ამით მოგება? მაშინ დაგვიკავშირდით.