კლიენტების ნაკადის ზრდა

საქართველოს ბაზრის ანალიზის შედეგად ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ქართული კომპანიები აწარმოებენ კარგ პროდუქტს ან აქვთ კარგი მომსახურება, მზად არიან კლიენტების მისაღებად და პროდუქტის/მომსახურების რეალიზაციისთვის, თუმცა მოსული მომხმარებლის რიცხვი გაცილებით ნაკლებია იმ  რაოდენობაზე, რომელსაც კომპანია თავისი რესურსით სრულად გაწვდებოდა. ასეთ სიტუაციაში იკლებს მწარმოებლურობაც და არ მართლდება ის მოლოდინები, რაც  კომპანიას აქვს. შედეგად მცირდება გაყიდვები, დასახული მიზნების მიღწევის შანსები და კომპანია არსებული ბაზრის წილის დაკარგვის წინაშე დგება.

 

ფიქრობთ, რომ თქვენს კომპანიას აქვს შესაძლებელობა მოემსახუროს უფრო მეტ კლიენტს და შესაბამისად გაზარდოს გაყიდვები კლიენტთან შემდეგ მომსახურების წერტილებში?

 

● მაღაზია/ფილიალი/ოფისი

● ვებ გვერდი

● სატელეფონო (ქოლ) ცენტრი

 

მაშინ კლიენტების ნაკადის ზრდის სერვისი ამ მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.

 

როგორ მოხდება ეს?

ჩვენი მარკეტერები ჩამოაყალიბებენ კლიენტების ნაკადის ზრდის მიზნებს და შეათანხმებენ თქვენთან. მეორე ეტაპზე ჩვენ ვამზადებთ მარკეტინგული სტრატეგიის და შესაბამისი მარკეტინგული აქტივობების გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს დასახული მიზნის მიღწევას და კლიენტთა ნაკადის ზრდას მათი მომსახურეობის წერტილებში.

 

კლიენტების ნაკადის ზრდა ნიშნავს გაყიდვების რაოდნეობის ზრდას, რაც საბოლოო ჯამში კომპანიის მოგების ზრდაზე აისახება. ფიქრობთ, რომ თქვენს კომპანიას აქვს გაყიდვების ზრდის შესაძლებლობა? მაშინ დაგვიკავშირდით.