კლიენტების ლოიალურობის ზრდა

თუ კომპანიას არ ჰყავს ლოიალური კლიენტები და არ ზრუნავს მათ შექმნა-შენარჩუნებაზე მისი სასიცოცხლო ციკლის გრძელვადიან პერსპექტივაში დანახვა ძალიან რთულია. დღეს ქართული კომპანიების უმეტესობა ყურადღებას არ აქცევს მათთან დაბრუნებულ კლიენტებს ან საერთოდ არ ცდილობენ მეორედ დაამყარონ წარმატებული კომუნიკაცია უკვე არსებულებთან. შედეგად იხარჯება მეტი ძალისხმევა ახალი კლიენტების მოყვანაზე, რომლებიც შესაძლოა მხოლოდ ერთჯერადი შენაძენით დაკმაყოფილდნენ და გადაერთონ კონკურენტთა პროდუქციაზე. თანამედროვე ბიზნესში კონკურენტები მუდმივად ცდილობენ თქვენი კლიენტების დადებითი განწყობის დამსახურებას და ნდობის მოპოვებას.

 

ჩვენი გუნდი დარწმუნებულია, რომ თქვენ სწორად უყურებთ ბიზნესის განვითარებას, რაც საშუალო და გრძლევადიან პერსპექტივაში ლოიალური კლიენტების ზრდას ნიშნავს.

 

 

რას ნიშნავს ლოიალური კლიენტები თქვენი ბიზნესისთვის? ეს მეტი გაყიდვები და მეტი მოგებაა. ჩვენი გუნდი თავდაპირველად აუცილებლად ჩამოაყალიბებს ლოიალურობის მიზნებს და შეათანხმებს თქვენთან. მეორე ეტაპზე ვამზადებთ მარკეტინგულ სტრატეგიას და კონკრეტულ მარკეტინგულ სამოქმედო გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს დასახული მიზნების მიღწევას. ამ ყველაფერს ვათანხმებთ თქვენთან და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ მოქმედებას თქვენი კლიენტების ლოიალურობის და თქვენი კომპანიის მოგების ზრდისკენ.

 

კლიენტების ლოიალურობის ზრდა ნიშნავს გაყიდვების რაოდენობის ზრდას, რაც საბოლოო ჯამში კომპანიის მოგების ზრდაზე აისახება. ფიქრობთ, რომ თქვენს კომპანიას აქვს გაყიდვების ზრდის შესაძლებლობა? მაშინ დაგვიკავშირდით.