პროდაქშენი

თანამედროვე ბიზნესში კომპანიის წარმატებული მენეჯერები მიზანდასახულად მუშაობენ ეფექტურობის გაზრდაზე. მარკეტინგულ მიმართულებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხარჯების ეფექტურად მართვა. ჩვენი გამოცდილებით ქართული კომპანიები 1 ახალი კლიენტის მოყვანას ან არ ანგარიშობენ ან არ ითვალისწინებენ სარეკლამო კამპანიის დანახარჯების დაგეგმვისას.

თანამედროვე ბიზნესი არის ეფექტურობის ეპოქაში, მხოლოდ ის კომპანიები იმარჯვებენ მაღალკონკურენტულ ბაზარზე, რომლებიც მუდმივად ცდილობენ გააუმჯობესონ თავისი შედეგები. ჩვენ სწორედ ამაში ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს, ჩვენ ვხდებით მათი გუნდის წევრები და გვერდში ვუდგავართ დასახული მიზნების მიღწევაში.

 

 

რა თქმა უნდა შესაძლებელია ნებისმიერი მარკეტინგული მიზნის მიღწევა თანამედროვე ბიზნესში, თუმცა გააჩნია რა ფასად.  ჩვენი მიზანია უფრო კარგი შედეგები უფრო ეფექტურ ფასად,  სწორედ ამისთვის ჩვენ შევქმენით პროდაქშენის სერვისი, რომელიც აღნიშნული პრინციპით უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის მომსახურეობას:

 

1. სატელევიზიო კლიპები - საგადასაღებო ან გრაფიკული კლიპის იდეა და ბრიფი, კადრირება, გადაღება/გრაფიკა, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა, საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა, მედია დაგეგმარება, განთავსება;

2. აქციები და კამპანიები - BTL, PR, Sales Promotion და მარკეტინგული კამპანიების იდეათა გენერირება, კამპანიის გეგმის, მისიის, ამოცანის, მთავარი საკომუნიკაციო აქცენტებისა და მესიჯების ჩამოყალიბება, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და კომუნიკაცია. ანუ კამპანიის იდეის გენერირება, სამოქმედო გეგმის დასახვა და განხორციელება;

3. დიზაინი - კრეატიული დიზაინერული იდეის გენერირება, დიზაინის შექმნა, იდეის დამუშავება, ნებისმიერი პრომო მასალისა და სარეკლამო საშუალებების ბეჭდვა, აწყობა, მომზადება;

 

თუ თვლით, რომ თქვენს კომპანიას აქვს პოტენციალი უფრო კარგი შედეგები მიიღოს უფრო ეფექტურ ფასად - დაგვიკავშირდით.