მარკეტინგის აუთსორსინგი

თანამედროვე ბიზნესში კომპანიები სულ უფრო მეტად არიან ორინტირებული ბიზნეს და მარკეტინგული მიზნების მიღწევაზე. სამწუხაროდ საქართველოში კომპანიებს არ აქვთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზნები, მათზე მორგებული მარკეტინგული სტრატეგია და დასახული ამოცანების გადაჭრის გზები.

ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი ჩვენი კლიენტების შემოსავლების ზრდაა, სწორედ ამიტომ ჩვენ ვმართავთ ჩვენი კლიენტების მარკეტინგულ მიმართულებებს, ვიხარჯებით ბოლომდე და ვდებთ ყველაზე მთავარს - კლიენტებთან შეთანხმებულ შედეგებს. 


ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი არა ერთჯერადი თანამშრომლობა, არამედ გრძელვადიანი პარტნიორობაა, სწორედ ამიტომ ჩვენი მიდგომა კომპლექსური და უფრო მეტად შედეგებზე ორიენტირებულია. 

 

 

როგორ ვმუშაობთ ჩვენ?


•    თავდაპირველად ჩვენ თქვენთან ერთად ვაყალიბებთ მარკეტინგულ მიზნებს
•    მეორე ეტაპზე ვამზადებთ და ვამტკიცებთ თქვენთვის მარკეტინგულ სტრატეგიას
•    მესამე ნაბიჯი უკვე კონკრეტული სამოქმედო გეგმაა, რომელიც უზრუნველყოფს დაგეგმილი შედეგების მიღებას.
•    ბოლოს კი ხდება დასახული სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია და მიზნების მიღწევა 

 

არსებობს 10 მიზეზი, თუ რატომ ჯობია მარკეტინგის აუთსორსინგი:

 

1. ხარჯების დაზოგვა - მარკეტინგის აუთსორსინგი უფრო იაფია ვიდრე სრულ განაკვეთზე მომუშავე მარკეტინგული გუნდი.

2. გამოცდილება - ჩვენი გუნდის წევრებს მარკეტიგში 10-15 წლიანი მუშაობის  გამოცდილება აქვთ სხვადასხვა ინდუსტრიაში.

3. დრო - ყოველ ახალ ამოცანაზე არ არის საჭირო დიდი დროის დაკარგვა ახალი შემსრულებლის მოძიებაზე, ჩვენ სწრაფად ვაკეთებთ რეაგირებას თქვენს თხოვნებზე.

4. რეპორტინგი - ჩვენ ვაწარმოებთ ჩვენი საქმიანობის სრულ აღრიცხვას და გაწვდით ინფორმაციას განხორციელებული აქტივობების შესახებ თქვენგან დამატებითი მოთხოვნისა და შეხსენების გარეშე.

5. ჩვენი საკონსულტაციო ჯგუფი მოიცავს სხვადასხვა მიმართულების სერვისებს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ დამატებით იღებთ კონსულტაციებს სხვა მიმართულებებიდან, მაგალითად როგორიცაა სტრატეგიული მენეჯმენტი, გაყიდვები, აიტი, ზოგადი მენეჯმენტი, ფინანსები და სხვა. 

6. ფოკუსირება - ჩვენ ვართ მარკეტინგულ ბიზნესში, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მუდმივად ვვითარდებით, ვნერგავთ სიახლეებს ჩვენს საქმიანობაში. შესაბამისად ჩვენი სახით თქვენ გყავთ გუნდი, რომელიც მუშაობს ფოკუსირებულად თქვენი მიზნების მიღწევაზე.

7. მეტი თავისუფალი დრო მენეჯმენტს - როდესაც გვერდში გყავთ ძლიერი პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი, თქვენ არ გიწევთ  მუდმივი ჩართულობა მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელაბაში, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ იყოთ უფრო მეტად ფოკუსირებული თქვენი ბიზნესის ძირითად მიმართულებებზე.

8. ბიუჯეტის ეფექტური ხარჯვა - ჩვენ გვაქვს კავშირები და შესაბამისი ურთიერთობები სხვადასხვა სარეკლამო არხებთან, რისი დახმარებითაც თქვენ გაცილებით ეფექტურად შეძლებთ გამოიყენოთ თქვენი ბიუჯეტი და იგივე ბიუჯეტით მიიღოთ უკეთესი შედეგები  აუთსორსის მეშვეობით.

9. შედეგებზე ორიენტირებულობა - ჩვენ არ ვართ სარეკლამო სააგენტო, რომელიც ორიენტირებულია ძირითადად კლიპების გადაღებაზე და მაღალ ბიუჯეტურ სატელევიზიო არხებზე განთავსებაზე. ჩვენთვის მთავარი თქვენი მიზნებია და სწორედ ამიტომ ფოკისირებული ვართ თქვენთვის სასურველი შედეგების მიღებაზე.

10. აუთსორსის შემთხვევაში არ არის საჭირო სხვადასხვა სერვისით სარგებლობისთვის შესაბამისი თანამშრომლის ძებნა, სამსახურში აყვანა და შემდეგ მისი გაშვება ნაკლებად დატვირთული სამუშაო პროცესის გამო. 

 

თუ თვლით, რომ თქვენს კომპანიას აქვს პოტენციალი უფრო კარგი შედეგები მიიღოს უფრო ეფექტურ ფასად, დაგვიკავშირდით.