ლიდერობა

თანამედროვე მენეჯერებმა იციან, რომ ბიზნესში გუნდის წევრების პროფესიონალიზმზედამოკიდებული დასახული მიზნების მიღწევა, ბაზრის წილის ზრდა, კლიენტების რაოდენობა და რა თქმა უნდა, კომპანიის მომგებიანობა. 

 

 ხშირად კომპანიებში ვხვდებით ერთსა და იმავე პრობლემებს:

 

•  გუნდის ლიდერებს არ აქვს შესაბამისი ცოდნა ხელმძღვანელობის პრინციპებთან დაკავშირებით

•  არ ამოტივირებენ სათანადოდ გუნდის წევრებს

•  თანამშრომლები სამსახურში დადიან იმიტომ, რომ არიან იძულებულები და არა იმიტომ, რომ ეს მათ სურთ

•  თანამშრომლები სამსახურში 30%-50%-ზე მეტად არ იხარჯებიან

•  პრობლემები მატულობს და არ გვარდება ისინი დროულად

•  გუნდის წევრებს არ შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ მათზე დაკისრებული საქმეები

 

ამ პრობლემების მოგვარება და ნებისმიერ კომპანიაში ავტომატურად მომუშავე გუნდის შექმნა ჩვენი დახმარებით შესაძლებელია.

ეს არის პროფესიონალთა გუნდი, რომელიც წინასწარ გეგმავს 6 თვემდე და მეტი პერიოდისთვის საკუთარ სამოქმედო გეგმას, იცის ზუსტად რა და როგორ უნდა გააკეთოს დასახული მიზნების მისაღწევად. ასეთი გუნდის წევრები არ უშინდებიან პრობლემებს, ცდილობენ თვითონ მოაგვარონ ისინი, არიან პროაქტიურები, აქვთ იდეები, რომლებსაც შეუძლიათ დამატებითი შემოსავალი მოუტანონ კომპანიას.

 

გსურთ, რომ თქვენს კომპანიაში ასეთი თანამშრომლები და გუნდები მუშაობდნენ?

 

იმისათვის, რომ მიაღწიოთ დასახულ მიზნებს საჭიროა შემდეგი ეტაპებიდან ინდივიდუალური, თქვენი კომპანიის მიზნებზე მორგებული პროგრამის მომზადება.

 

1. მენეჯერების გუნდის სწავლება

სწავლების  დროს განხილული ყველა საკითხი იქნება თქვენი კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე, დავალებები კი პრაქტიკული, რომლის გამოყენებას თქვენი მენეჯერები უკვე მეორე სამუშაო დღიდან შეძლებენ. ქოუჩინგის პროცესში მსმენელები შეისწავლიან ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებს:

 

•    ლიდერის მენეჯერული უნარ-ჩვევები

•    ლიდერის პიროვნება

•    მომავლის ხედვა

•    ყველა ლიდერი პასუხისმგებელია კლიენტების კმაყოფილებაზე

•    ყოველდღიური მენეჯმენტის რჩევები ლიდერებს

•    გუნდის მართვა დელეგირების საშუალებით

•    დელეგირებული სამუშაოების მართვა

•    გუნდის წევრების შერჩევა

•    მოსმენის უნარ-ჩვევების გამოყენება თანამშრომლების სამართავად

•    თანამშრომლების გუნდის მართვა

•    გუნდის სამოქმედო გეგმების შედგენა

•    რატომ ვერ აკეთებენ თქვენი თანამშრომლები მათზე დაკისრებულ ამოცანებს

•    მიზნების დასახვა თანამშრომლებისათვის

•    თანამშრომლების დარწმუნება

•    შენიშვნის მიცემის და შექების წესები

•    გადაწყვეტილებების მიღება

•    Emotional Intelligence

•    ცვლილებების მართვა

•    კონფლიქტების მართვა გუნდში

•    პრობლემები კომუნიკაციის დროს

 

2. სამოქმედო გეგმების დამტკიცება

სწავლების დასრულების შემდეგ თქვენს თანამშრომლებს ეძლევათ ვადა სამოქმედო გეგმების შესადგენად და მენეჯმენტთან დასამტკიცებლად, რაც ხდება ჩვენი გუნდის კოორდინირებით.

 

საბოლოო ჯამში, თქვენ იღებთ 6 ან მეტი თვის სამოქმედო გეგმას და მომავალში თქვენი თანამშრომლები დამოუკიდებლად შეძლებენ მსგავსი გეგმების შედგენას და შესრულებას.

 

ჩვენი მიდგომა ყველა კლიენტთან ინდივიდუალურია, პირველ ეტაპზე ვაანალიზებთ საჭიროებას და შემდგომ ვამზადებთ ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას.