ბიზნეს გეგმა და ბიუჯეტი

კომპანიის განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი შემუშავებული ბიზნეს გეგმა და ბიუჯეტია.

ძალიან ხშირად ქართულ კომპანიებს არ აქვთ გაკეთებული შესაბამისი ბიზნეს გეგმები, რაც ნიშნავს, რომ არ აქვთ განვითარების გარკვეული სურათი და მიზნები, რომლებიც გამოსახული უნდა იყოს ციფრებში, ეს რა თქმა უნდა, ართულებს ამ მიზნების მიღწევის შესაძლებლობას.

არის ძალიან ბევრი ახალი ქართული კომპანია, რომელიც ბიზნესის დაწყებისას არ ამზადებს დეტალურ ბიზნეს გეგმას და ბიუჯეტს წინასწარ. ხშირად არის ის პრობლემაც, რომ კომპანიები ცდილობენ სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილებები და მალევე გაუშვან ახალი ბიზნესი, რაც დიდი შეცდომაა, რადგან განვითარებულ ქვეყნებში მეტი დრო იხარჯება დაგეგმარებაზე, ვიდრე იმპლემენტაციასა და კომპანიის განვითარებაზე.

ასევე არიან კომპანიები, რომლებიც აკეთებენ შემოკლებულ ბიზნეს გეგმებსა და ბიუჯეტებს, რა დროსაც დაშვებული შეცდომები საბოლოო ჯამში მრავალი პრობლემის გამომწვევია, რაც შემოსავლების დაკარგვაში და გარკვეული მიზნების მიუღწევლობაში აისახება.

 

რა უნდა გაკეთდეს ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად?

პირველ რიგში, საჭიროა მაღალი დონის ბიზნეს გეგმის შექმნა და ბიუჯეტირება, რომელშიც  მომავალი წლის კონკრეტული სურათი იქნება ასახული. ამის შემდეგ კომპანია ყოველდღიურად დაიწყებს სასურველი შედეგის მისაღებად მუშაობას, რომელიც ბიზნეს გეგმით და ბიუჯეტით იქნება გათვალისწინებული.

 

რას ვაკეთებთ ჩვენ?

ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს სწორი ბიზნეს გეგმების და ბიუჯეტების შემუშავებაში. რა თქმა უნდა, ხშირად არის ისეთი შემთხვევები, როდესაც კომპანიები უკვეთავენ ამ მომსახურებას აუთსორსზე, რაც ძალიან დიდი შეცდომაა, რადგან ბიზნეს გეგმის შემუშავების პროცესში აუცილებელია ჩართული იყოს კომპანიის ტოპ მენეჯმენტი.

ჩვენთან თანამშრომლობით ჩვენი კლიენტები იღებენ საჭირო კონსულტაციებს და აღწევენ დასახულ მიზნებს, რადგან  ჩვენ ორიენტირებული ვართ შედეგებზე და ბოლომდე ვეხმარებით მათ ეფექტური ბიზნეს გეგმის ჩამოყალიბებაში. სწორად და ეფეტურად გათვლილი ბუჯეტი,  საბოლოო ჯამში საშუალებას აძლევს კომპანიას და მის თანამშრომლებს დაისახონ სწორი მიზნები და შესაბამისად მზად იყვნენ გეგმების განსახორციელებლად.

 

თუ გსურთ, რომ ჩამოაყალიბოთ თქვენი კომპანიის გრძელვადიანი განვითარებისთვის აუცილებელი ბიზნეს გეგმა და ბიუჯეტი, დაგვიკავშირდით. ჩვენ დაგეხმარებით სასურველი მიზნების მიღწევაში.