ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავება

ქართული კომპანიების ანალიზმა გვაჩვენა, რომ მათ უმრავლესობას აქვს შემდეგი გამოწვევები:

 

1.ფუნქციების პრობლემა - კომპანიაში არ იციან, ვის რა მოვალეობა აქვს ან იციან და არავინ არ აქცევს ყურადღებას გაწერილ სამუშაო აღწერილობებს;

2.ტოპ მენეჯმენტი დროის უმეტეს ნაწილს დეტალებზე ხარჯავს, ნაცვლად კომპანიის ძირითად საქმეებზე ფოკუსირებისა;

3.კომპანია კარგავს დიდ დროს გადაწყვეტილებების მიღებაზე;

4.კომპანია არის მოუქნელი და ცვლილებების განხორციელებისთვის დიდი დროა საჭირო;

5.კომპანიას შეუძლია ბაზრის მეტი წილის მოპოვება, მაგრამ ამის შიდა შესაძლებლობები არ აქვს;

6.გადაწყვეტილებები მიიღება კომპანიის ზედა დონეზე, ძირითადად დირექტორის ჩარევის შემდეგ, იმიტომ რომ ყველა არიდებს პასუხისმგებლობის აღებას გადაწყვეტილების მიღების პროცესზე;

 

თუ თქვენ თვლით, რომ ასეთი ტიპის პრობლემები უკვე არის თქვენს კომპანიაში ან მისი განვითარების გარკვეულ ეპატზე შეიძლება შეიქმნას, ეს ნიშნავს, რომ თქვენს კომპანიას აქვს სტრუქტურასთან დაკავშირებული გამოწვევები.

 

რა არის სტრუქტურა? ის კომპანიის ხერხემალია, რომელზეც  მთელი მისი საქმიანობაა დაფუძნებული. შესაბამისად, იმისათვის რომ გვქონდეს ჯანსაღი კომპანია, საჭიროა ხერხემალი იყოს გამართული.

 

როგორ დგება კომპანიის სტრუქტურა? კომპანიას უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული ბიზნესის მიზნები, ამოცანები, სტრატეგიები, ხოლო ამის შემდეგ იქმნება სტრუქტურა. მისი მთავარი იდეა კომპანიის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების ეფექტურად მიღწევაა.

 

იმ შემთხვევაში, თუ თვლით, რომ თქვენს კომპანიას აქვს განვითარების მსგავსი შესაძლებლობები, რადგან კომპანიის სტრუქტურის გაძლიერებით შესაძლებელია მოგების გაზრდა მინიმუმ 10%-20%-ით შემდეგი ერთი წლის განმავლობაში, დაგვიკავშირდით.