კომპანიის ხარჯების შემცირება

თანამედროვე ბიზნესში მნიშვნელოვანია ხარჯების ეფექტური მართვა, ბევრ კომპანიას დღესდღეობით აქვს ფინანსური მენეჯმენტის ეფექტურობის პრობლემა.

 

ჩვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით კომპანიებში ხშირია შემდეგი ტიპის პრობლემები:

 

•    შეცდომით არის აღრიცხული სასაქონლო მატერიალური მარაგები და ძირითადი საშუალებები

•    არ ხდება დროული და სწორი ინვენტარიზაცია

•    ხარჯები არ არის დაბიუჯეტირებული და არ ხდება ფაქტი-გეგმის მართვა

•    ეფექტურად არ ხდება საეჭვო ვალების მართვა

•    არ არსებობს შესყიდვის პროცედურა, შესაბამისად მაღალია არაეფექტური შესყიდვის განხორციელების ალბათობა

•    კომპანიაში არ ხდება ხარჯების დეტალური ანალიზი

•    არ ხდება ფინანსური ანგარიშგებების წარმოება ყოველთვიურად

•    კომპანიაში არ არის დანერგილი ფინანსური კოეფიციენტები

•    არ არსებობს გაწერილი ფინანსური და ბუღალტრული პროცედურები

•    არ ხდება ფულადი ნაკადების  დაგეგმვა და შესაბამისი რეპორტინგი

•    პროდუქციის თვითღირებულების დათვლა არ ხდება ეფექტურად

•    არ ხდება კომპანიაში მენეჯერული აღრიცხვის მიდგომების გამოყენება

 

ეს იმ პრობლემების ნაწილია, რომელიც გვხვდება კომპანიების შემთხვევაში. მას შემდეგ რაც მოხდება ამ საკითხების მოგვარება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად კომპანიის გადაწყობა, ხარჯები შემცირდება 10%-30%-ით შემდეგი ერთი წლის განმავლობაში.

 

თუ თქვენც ისე მართვათ კომპანიას, როგორც მსოფლიოში წარმატებული ლიდერები აკეთებენ, მაშინ ცალსახად დაგვეთანხმებით, რომ ხარჯების ოპტიმიზაცია ყოველთვის არის შესაძლებელი და თუ თქვენ ასე თვლით, მაშინ დაგვიკავშირდით.