ფინანსების და ბუღალტერიის აუთსორსინგი

საქართველოში ბევრი კომპანიაა, რომელთაც საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანილი ბუღალტერია და ფინანსების მართვის სისტემა არ აქვთ, რის შედეგადაც იზრდება მათი საგადასახადო რისკები და ფინანსური ხარჯები.

თანამედროვე ბიზნესში კი მნიშვნელოვანია ეს მიმართულება ბოლომდე გამართულად მუშაობდეს, თუმცა კომპანიის მენეჯმენტისთვის საკმაოდ რთულია  ფინანსებისა და ბუღალტერიის გამართვაზე ფოკუსირება იმ დროს, როცა მისი ძალისხმევა გადართულია ბიზნესის ძირითად მიმართულებაზე.

 

არსებობს თუ არა გამოსავალი ასეთ დროს?

დიახ არსებობს, ჩვენი გუნდის ფინანსების და ბუღალტერიის აუთსორსის სერვისი მენეჯმენტს საშუალებას აძლევს ბოლომდე ფოკუსირდეს ძირითად ბიზნეს პროცესებსა და მიმართულებებზე, ჩვენ კი ჩვენს თავზე ავიღებთ თქვენი ფინანსებისა და ბუღალტერიის  მართვას თანამედროვე სტანდარტების დაცვით. შედეგად იქნებით დაცული საგადასახადო რისკებისგან და კომპანიის დახარჯები იქნება ოპტიმალური.

 

როგორ ვმუშაობთ ჩვენ?

მანამ, სანამ დავიწყებთ თანამშრომლობას თქვენთან, ვსწავლობთ თქვენს ბიზნესს და ვთანხმდებით იმ მიზნებზე, რომლის მიღწევაც გსურთ თქვენ და ამავდროულად რეკომენდირებულია ჩვენი მხრიდანაც.  

შემდეგ ვირჩევთ თანამშრომლობის ორი სქემიდან ერთ-ერთს:

ჩვენი გუნდის მეშვეობით დავიწყებთ ფინანსების და ბუღალტერიის მართვას თუ ეს მოხდება თქვენი თანამშრომლების დახმარებით. მეორე შემთხვევაში ჩვენ გავუწევთ მათ მენეჯმენტს თქვენი დასახული მიზნების მისაღწევად.

 

არსებობს 12 მიზეზი, თუ რატომ არის ფინანსებისა და ბუღალტერიის აუთსორსი უკეთესი არჩევანი:

 

1.ხარჯების დაზოგვა - აუთსორსის შემთხვევაში თქვენი კომპანიის მართვას ახორციელებს დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდი,  რომლის ცალკე დაქირავება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

2.მაღალი დონის პროფესიონალები - თქვენ მოგემსახურებიან სხვადასხვა გამოცდილების მქონე მაღალი დონის პროფესიონალები, რაც ნიშნავს, რომ  თქვენს განკარგულებაში იქნება სრული გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ  დასახული მიზნების მიღწევაში.

3.რეპორტინგი - ფინანსების და ბუღალტერიის აუთსორსის სერვისზე გადასვლის შემდეგ თქვენს კომპანიაში ყოველი თვის დახურვა მოხდება უფრო ოპერატიულად და ამასთან დროულად მიიღებთ თანამედროვე მეთოდებზე დაფუძნებულ რეპორტინგის სისტემას.

4.აუთსორსის შემთხვევაში თქვენ არ კარგავთ დროს თანამშრომლების აყვანაზე, მათ მომზადებასა და განვითარებაზე, რადგან  ამ ყველაფერს უზრუნველვყობთ ჩვენ.

5.მოქნილობა - თქვენი კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად ჩვენ მოვერგებით თქვენი მუშაობის სპეციფიკას, რაც გაგიმარტივებთ კომპანიის მართვის პროცესს.

6.აუთსორსი უზრუნველყოფს ფიქსირებული ხარჯების შემცირებას, მათ შორის ხელფასების, ბონუსების, იჯარის, ტექნოლოგიური და მრავალი სხვა ხარჯის.

7.თაღლითობის ფაქტების შემცირება - როგორც წესი მცირე ზომის კომპანიებს არ შესწევთ ძალა დანერგონ კონტროლის მექანიზმები თაღლითობის შესამცირებლად. აუთსორსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა კი სწორედ ეს არის

8.უფრო მეტი დრო მენეჯმენტს - როდესაც გვერდში გყავთ ძლიერი პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი, თქვენ არ გიწევთ  მუდმივი ჩართულობა კომპანიის ფინანსური და ბუღალტრული საქმიანობის მიმდინარეობასა და კონტროლში, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ იყოთ უფრო მეტად ფოკუსირებული თქვენი ბიზნესის ძირითად მიმართულებებზე.

9.გამოცდილება - ჩვენი გუნდის წევრები  10 წელზე მეტია, რაც ამ მიმართულებით სხვადასხვა წამყვან კომპანიებში მოღვაწეობენ.

10.ჩვენი საკონსულტაციო ჯგუფი მოიცავს სხვადასხვა მიმართულების სერვისებს, რაც თქვენ საშუალებას მოგცემთ დამატებით მიიღოთ კონსულტაციები სხვა მიმართულებებიდან, მაგალითად როგორიც არის სტრატეგიული მენეჯმენტი, გაყიდვები, აიტი, ზოგადი მენეჯმენტი, ფინანსები და ა.შ.

11.ფოკუსირება. ჩვენ ვართ ფინანსების და ბუღალტერიის მართვის ბიზნესში, რაც ნიშნავს იმას, რომ მუდმივად ვვითარდებით, ვნერგავთ სიახლეებს ჩვენს საქმიანობაში. შესაბამისად ჩვენი სახით თქვენ იძენთ საიმედო პარტნიორს, რომლიც ორიენტირებულია მომსახურების მაღალ ხარისხზე და მისაღწევ შედეგებზე.

12.შედეგებზე ორიენტირებულობა - ჩვენ არ ვართ აუდიტორული  კომპანია, რომელიც ორიენტირებულია ძირითადად აუდიტის ჩატარებაზე და დიდი საკომისიოების გადახდაზე. ჩვენთვის მთავარი თქვენი მიზნებია და სწორედ ამიტომ ვართ ფოკუსირებული თქვენთვის სასურველი შედეგების მიღებაზე.

 

თუ თვლით, რომ თქვენს კომპანიას აქვს პოტენციალი შეამციროს საგადასახადო რისკები, ფინანსური ხარჯები და ფოკუსირდეს ძირითად ბიზნესზე, მაშინ დაგვიკავშირდით.