მარაგების მართვა

სასაქონლო მატერიალური ფასეულობები იგივე მარაგები, კომპანიის  ისეთი აქტივებია, რომლებიც:

• გათვალისწინებულია  გასაყიდად.

• საჭიროა საბოლოო პროდუქტის დასამზადებლად.

• წარმოდგენილია  ნედლეულისა და  მასალების სახით და განკუთვნილია  საწარმოო მოხმარებისათვის  ან მომსახურეობის გასაწევად.

 

მარაგების მართვა ანუ მარაგების რაოდენობრივი განსაზღვრა, სწორად გათვლილი ადგილმდებარეობა, ვადების მონიტორინგი, მიღება/გაცემის პროცედურა და ა.შ. თანამედროვე კომპანიას უმარტივებს ბიზნესის მართვას.

 

•    გსურთ, ყოველთვის იცოდეთ რა ოდენობის, სახეობის, სპეციფიკის ქონება გაქვთ?

•    გსურთ, ადვილად  მოძებნოთ და მიაგნოთ აღნიშნულ ქონებას თქვენს სასაწყობო მეურნეობაში?

•    გსურთ, არ მოხდეს  ისეთი საქონლის შენახვა, რომელიც უახლოეს მომავალში არ დაგჭირდებათ?

•    გსურთ, რომ შეცდომების ალბათობა თავიდან აიცილოთ და არ შეუკვეთოთ ის რაც უკვე დიდი ხანია გაქვთ საწყობში? 

•    გსურთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მარტივი ინსტრუმენტების გამოყენებით მოძველებულ პროცესებს უარი უთხრათ?

 

იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ყველა ზემოთ აღნიშნული პოტენციური ან არსებული პრობლემა, ჩვენი გუნდი მზად არის  დაგეხმაროთ და გაგიადვილოთ ბიზნესის მართვა.

თქვენი კომპანიის მენეჯმენტი გაცილებით გამარტივდება, რადგან სწორად აწყობილი მარაგების მართვის სისტემა უზრუნველყოფს კომპანიის მოგების ზრდას 2%-10%-ის ოდენობით.