შესყიდვების მენეჯმენტი

ნებისმიერი ორგანიზაცია საოპერაციო საქმიანობისათვის საჭიროებს ნედლეულს, მაკომპლექტებლებს, შესაფუთ მასალებს, საწარმოო დანიშნულების თუ სხვა სახის მომსახურებას, რომელსაც მას სხვა კომპანიები აწვდიან. 

ამავდროულად, ბიზნესს მუდმივად ესაჭიროება განვითარება და ის მუდმივად ისწრაფვის იმისკენ, რომ შეიქმნას სხვადასხვა პროდუქცია დაბალი დანახარჯებით, თუმცა ამავდროულად უკეთესი ხარისხით.

ამ ყველაფრისთვის მნიშვნელოვანია, რომ შესყიდვებში მომუშავე ადამიანებს ჰქონდეთ შესაბამისი შესაძლებლობები და იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ქართული კომპანია არ ცდილობს მუდმივად შესყიდვების მიმართულებით ხარჯების შემცირებას, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვექმნა შესყიდვების მენეჯმენტის სერვისი, რომელიც დაეხმარება ჩვენს კლიენტ კომპანიებს დანაზოგის გაკეთებაში

 

რას გულისხმობს შესყიდვების მენეჯმენტი?

მოცემული სერვისი გულისხმობს მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოებას იმისათვის, რომ მოხდეს სხვადასხვა პროდუქციის უფრო დაბალ ფასად, უკეთესი ხარისხით და პირობებით შესყიდვა.

სერვისი იყოფა ორი მიმართულებით. პირველ შემთხვევაში შესყიდვების მენეჯმენტი გულისხმობს, რომ ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ადგილობრივ მომწოდებლებთან ურთიერთობაზე, ალტერნატივების მოძიებასა და იმ შედეგის მიღებაზე, რომელიც ხარჯების დაზოგვას უზრუნველყოფს.

ამავდროულად გვაქვს ამ სერვისის მეორე მიმართულება, რომელიც გულისხმობს მსოფლიოს მასშტაბით, ნებისმიერი ქვეყნიდან შესაბამისი მომწოდებლის მოძიებას და შესაბამის ადამიანებთან დაკავშირებას.

შესყიდვების მენეჯმენტის სერვისის დახმარებით გექნებათ საშუალება დაზოგოთ თქვენი კომპანიის ხარჯები, ომწოდებელთან გექნებათ გაფორმებული სტაბილური კონტრაქტი, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი რისკების დაცვას და ამავდროულად გაიზრდება მომწოდებლების დიაპაზონი, შესაძლებლობა მოგეცემათ გახვიდეთ საზღვრებს გარეთ და მოიძიოთ ათასობით კომპანია კიდევ უფრო მეტი პოტენციალით და საშუალებებით.