ლოჯისტიკა

ლოჯისტიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია ბიზნესის ფუნქციონირებაში, რომლის ძირითადი მიმართულებებია ტრანსპორტის, სავაჭრო, სასაწყობე, სამეწარმეო და დისტრიბუციის სფეროები. აღნიშნული ფუნქციის გამართული მუშაობა უზრუნველყოფს:  

 

•გადაზიდვის მარშრუტებისა და მასთან დაკავშირებული გამოთვლების წარმოებას.

•გადაზიდვის გრაფიკის წინასწარ დაგეგმვას, პროცესების მართვას და ვადების შენარჩუნებას სხვადასხვა სირთულეების მიუხედავად.

•დაცლა, დატვირთვა, გადატვირთვის სამუშაოების დაგეგმარებას.

•ტექნიკისა და აღჭურვილობის მობილიზაცია/დემობილიზაციას.

 

ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ შემდეგი პრობლემების მოგვარებაში, რომლის შედეგადაც გაიზრდება თქვენი შემოსავალი:

 

•    მიწოდების ვადების კონტროლი.

•    მარშრუტების ეფექტური დაგეგმვა დროისა და რესურსების ოპტიმალური გამოყენებით.

•    ლოჯისტიკური პარკის სათანადო ტექნიკური სერვისით უზრუნველყოფა და გამართვა.

•    არსებული სატრანსპორტო საშუალებების შეფასება ეფექტურობის მიხედვით.

•    სატრანსპორტო ხარჯების მონიტორინგი/შემცირება.

•    წინასწარ განსაზღვრული დროის მენეჯმენტი კონკრეტულ ობიექტზე.


ნებისმიერი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი პროდუქციის ან/და სხვა აქტივების გადაადგილება იყოს იდეალურთან მიახლოებული. ასეთ შემთხვევაში გამართულად მომუშავე ლოჯისტიკის სამსახურს შეუძლია შეამციროს კომპანიის მიუღებელი შემოსავლები, რომელიც მთლიანი შემოსავლის 3%-15%-ით ზრდას გულისხმობს.