დირექტორის პირადი ბიზნეს მრჩეველი

წარმატებული დირექტორები ყოველთვის ფიქრობენ შემოსავლების გაზრდაზე და მეტ მოგებაზე, პროცესების გაუმჯოსებასა და უფრო მეტი კლიენტის მოზიდვაზე.  ისინი საკმაოდ დაკავებული ადამიანები არიან და ყოველდღიურად ებრძვიან ძალიან ბევრ სხვადასხვა გამოწვევას, რომელიც მათი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია. ეს არის:

 

● გადატვირთული გრაფიკი

● კონკურენტების ბრძოლა

● ბიუჯეტის მართვა

● თანამშროლების მართვა

● სტრატეგიული დაგეგვმა

● მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები

● და კიდევ უამრავი სხვა გამოწვევა

 

წარმატებულ მენეჯერებს დრო როგორც წესი არ ჰყოფნით ამ ყველაფრის გასაკეთებლად. ამასთან მათ აქვთ გადატვირთული სამუშაო გრაფიკი. სწორედ ამიტომ თანამედროვე, წარმატებული მენეჯერები იყენებენ პირად მრჩევლებს იმისათვის, რომ გაიზარდონ მათი პირადი ეფექტიანობა და კომპანიის მომგებიანობა.

 

საქართველოში პირველად ჩვენმა გუნდმა დანერგა აღნიშნული სერვისი, რომელიც გულისხმობს კომპანიის დირექტორებისთვის პირადი მრჩევლის ყოლას. პირადი ბიზნეს მრჩევლის ფუნქციებში შედის დირექტორისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა კომპანიის მომგებიანობის გასაზრდელად.

 

პირადი ბიზნეს მრჩეველი არის თქვენი ერთგვარი პარტნიორი, რადგან შეთანხმება კლიენტ კომპანიასთან გრძელვადიანია, ანაზღაურების სისტემა კი დამოკიდებულია კომპანიის შედეგებზე.