სამართლებრივი რისკების მართვა

კომპანიის არსებობისთვის და წარმატებული ფუნქციონირებისთვის პირველ რიგში უმნიშვნელოვანესია არსებობდეს ჯანსაღი სამართლებრივი გარემო.

დღეს კომპანიების უმეტესობა მხოლოდ იმ შემთხვევაში უთმობს ყურადღებას სამართლებრივ საკითხებს, როცა რაიმე პრობლემა იჩენს თავს და არ ახორციელებს რისკების წინასწარ ანალიზსა და მართვას, რაც გარკვეულ საფრთხეებს ქმნის მისი შემდგომი განვითარებისთვის. 

 

მნიშვნელოვან პრობლემებს იწვევს:

არაკვალიფიციურად შედგენილი კონტრაქტები, რომელიც არ მოიცავს ინდივიდუალურ შემთხვევებში სპეციფიკურ დათქმებს;

გაუმართავი და არასრული დოკუმენტაცია;

კომპანიაში სამართლებრივი დოკუმენტების ნაკლები მონიტორინგი;

ნორმატიული  ცვლილებები და ა.შ.

 

რა გამოსავალი არსებობს ამ დროს?

პირველი ეტაპისთვის მნიშვნელოვანია სამართლებრივი კვლევის ჩატარება შესაბამისი ანალიზითა და რეკომენდაციებით, შემდეგ კი რეკომენდაციების საფუძვლით, რისკების იდენტიფიცირება, ანალიზი და რისკების მართვის სისტემის შემუშავება.

 

როგორ ვმუშაობთ ჩვენ?

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებით. ჩვენ ვაანალიზებთ თქვენს კომპანიაში არსებულ მდგომარეობას და გეხმარებით რისკების შემცირებაში.

პირველ რიგში შევისწავლით თქვენს კომპანიაში არსებულ დოკუმენტაციას, თუ რამდენად კვალიფიციურადაა ისინი მომზადებული და გაძლევთ რეკომენდაციებს.

ასევე გეხმარებით იმ დოკუმენტაციის შედგენაში, რომელიც არ არსებობს და აუცილებელია სხვადასხვა სამართლებრივი დავების თავიდან ასაცილებლად.

 

წარმატებული კომპანია უნდა ფლობდეს სრულ ინფორმაციას კომპანიაში არსებული სამართლებრივი გარემოს შესახებ, უნდა გამოავლინოს მოსალოდნელი რისკები, ჰქონდეს მათი მართვის გარკვეული სისტემა, მოახდინოს რეაგირება არსებულ ცვლილებებზე და თავიდან აიცილოს დოკუმენტაციის არასრულფასოვნების გამო შესაძლო დავები და მათთან დაკავშირებული ზედმეტი ხარჯები.