ხელშეკრულებების მართვა

კომპანიას ყოველდღიურ საქმიანობაში უწევს სამართლებრივი დოკუმენტაციის მართვა, რაც გარკვეული ხელშეკრულებების მომზადებას, ანალიზს, გაფორმებას, რეგისტრაციას, შემდეგ კი მონიტორინგს საჭიროებს. ამ ყველაფრის არასწორი მართვა კი კომპანიას გარკვეულ სამართლებრივ პრობლემებისა და მოსალოდნელი სანქციების წინაშე აყენებს, რაც საბოლოო ჯამში, გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხშირად კომპანიაში მიმდინარე პროექტებისას, თავს იჩენს არასრული დოკუმენტაცია, რომელიც საჭიროებს გადახედვას, კორექტირებას და შემდგომ დაკვირვებას. 

 

როგორ მუშაობს ჩვენი გუნდი?

ჩვენ ვამზადებთ კლიენტი კომპანიის მოცემული პროექტისთვის საჭირო ხელშეკრულების დრაფტებს, რეკომენდაციებს და ვიღებთ პასუხისმგებლობას ნებისმიერ ხელშეკრულებაზე, რომელიც გაფორმდება ჩვენი თანამონაწილეობით. 

ასევე ვიკვლევთ არსებულ დოკუმენტაციას, გავცემთ საჭირო რეკომენდაციებს, ვაკეთებთ კორექტირებას და შემდგომ მონიტორინგს. 


რას მოიცავს ხელშეკრულებების მართვა? 

•საქმიანი პროექტების მომზადება, შესაძლო კლიენტებთან, დამკვეთებთან და კონტრაქტორებთან მოლაპარაკების წარმართვა, პროექტების განხორციელება, მისი შესრულების მიმდინარეობის კონტროლი, ამ სფეროში ხელშეკრულებების მომზადება და ანალიზი.

•კონსულტაცია უძრავი ნივთების ფლობასთან, სარგებლობასა და განკარგვასთან, ამ ნივთების როგორც ვალდებულებათა უზრუნველყოფის საშუალებად (იპოთეკა) გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; შესაბამისი გარიგების (ხელშეკრულების) პროექტების მომზადება, მათი გაფორმებისა და რეგისტრაციის უზრუნველყოფა.

•ნებისმიერი სახის (ნასყიდობა, ჩუქება, თხოვება, ქირავნობა, იჯარა, ლიზინგი, ნარდობა, ვალდებულებით-სამართლებრივი უზრუნველყოფის ხელშეკრულებები და ა.შ.) სახელშეკრულებო-სამართლებრივი გარიგების (ხელშეკრულების) პროექტის მომზადება, მათი გაფორმებისა და რეგისტრაციის უზრუნველყოფა; საამშენებლო ამხანაგობების შექმნა და მსგავს ამხანაგობებში სადაო საკითხების რეგულირება. ყველა ამ საკითხზე კონსულტაციის გაწევა. 

•კერძო სექტორის საქმიანობა შრომის ბაზარზე ძირითადად რეგულირდება საქართველოს შრომის კოდექსით. შრომის კოდექსში განხორცილებული ცვლილებების შედეგად დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის ურთიერთობა მაქსიმალურად არის დამოკიდებული მხარეთა შეთანხმებაზე. ამისთვის  აუცილებელი არის დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებულ ურთიერთობებზე, შესაბამისი სამართლებრივი ხელშეკრულებების მომზადება.

•გაფორმებული ხელშეკრულებების მუდმივი მონიტორინგი და სისტემატიზება შინაარსისა თუ ქრონოლოგიის მიხედვით. მონიტორინგი იწარმოებს ონლაინ რეჟიმში ელექტრონული ბაზების მეშვეობით.  
 

ჩვენი გუნდი მზადაა დაგეხმაროთ იმისათვის, რომ კომპანიაში გქონდეთ მოწესრიგებული ხელშეკრულებები, წარმატებით განახორციელოთ სხვადასხვა პროექტი და თავი აარიდოთ სამართლებრივ რისკებსა და მოსალოდნელ სანქციებს. ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში, როგორც კომპანიის სამართლებრივად ჯანსაღ გარემოს, ზედმეტი ხარჯების შემცირებას უზრუნველყოფს.