ტენდერებში მონაწილეობის მიზნით სამართლებრივი მხარდაჭერა

ბევრი საქართველოში მოქმედი კომპანია ყოველთვიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა სახის ტენდერში. 

სატენდერო მოთხოვნებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სამართლებრივად გამართული დოკუმენტაციის დროულად წარდგენა, თუმცა სამწუხაროდ კომპანიების უმეტესობა ვერ ახერხებს საჭირო დოკუმენტაციაზე ინფორმაციის მოპოვებას, მათ შეგროვებას, სრულყოფაში მოყვანას და დროულად ჩაბარებას, რის გამოც მათი ტენდერში მონაწილეობა წარუმატებლობით მთავრდება.

 

როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გამოსწორება?

იმისათვის, რომ კომპანია მზად იყოს სამართლებრივად სხვადასხვა ტენდერში მონაწილეობისათვის, საჭიროა ინფორმაციის ფლობა საჭირო დოკუმენტაციის შესახებ, მისი შეგროვება და წარდგენა, შემდეგ კი სპეციალური ბაზის შექმნა, სადაც განთავსდება ყველა აქამდე მოთხოვნილი სამართლებრივი დოკუმენტაცია.

 

როგორ ვმუშაობთ ჩვენ?

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტებისგან, რომლებიც დაგეხმარებიან ტენდერებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოძიებაში, მათ შეგროვებასა და სრულყოფილ მდგომარეობაში დროულად წარდგენაში, შემდეგ კი მოცემული დოკუმენტაციის მიხედვით სამართლებრივი ბაზის შექმნაში. 


თუ გსურთ, რომ სხვადასხვა ტენდერში მოიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა და შექმნათ ბაზა, რომელიც კომპანიისთვის ყოველი მომდევნო ტენდერში მონაწილეობისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, მაშინ დაგვიკავშირდით.