სამართლებრივი პორტფოლიო კომპანიისთვის

კომპანიის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ჯანსაღი სამართლებრივი გარემოა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეს ყველაფერი გამჭვირვალეა, კომპანია უფრო მეტ ნდობას იწვევს სხვების თვალში.

იმისათვის, რომ თქვენი კომპანიის შესახებ გარკვეული ინფორმაცია გქონდეთ გამზადებული და მისი ნახვა შეეძლოთ სხვა დაინტერესებულ მხარეებსაც, შესაძლებელია სამართლებრივი პორტფოლიოს შექმნა.

 

რა არის სამართლებრივი პორტფოლიო?

სამართლებრივი პორტფოლიო არის ორგანიზაციის სამართლებრივი ისტორია, არა სრული “Due Diligence”, რომელიც შესაძლებელია გაკეთდეს, როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული ფორმატის (ილუსტრირებული) და განთავსდეს კომპანიის ვებ-გვერდზე.

 

რა ინფორმაციას მოიცავს პორტფოლიო?

•ორგანიზაციის დაარსების დღიდან დღემდე ყველა სამართლებრივ ინფორმაციას, იურიდიულ სტატუს, ინფორმაციას წილების, კაპიტალის, პარტნიორების, უძრავი და მოძრავი ქონების შესახებ (თანდართული განახლებული ამონაწერები);

•სამართლებრივი დავების სტატისტიკას-თითოეული სასამართლო დავის მოკლე აღწერა და ორგანიზაციაზე კონკრეტული სასამართლო დავის გავლენა.  სამართლებრივი დავების გამომწვევი მიზეზები და ორგანიზაციის რეაგირება;

•შრომითი ურთიერთობები ორგანიზაციაში სამართლებრივ ჭრილში (სტატისტიკური);

•ლიცენზიები (არსებობის შემთხვევაში);

•გრძელვადიანი კონტრაქტები, მემორანდუმები და ა.შ.; 

•ინფორმაცია დაზღვევაზე;

•ნებისმიერ საჯარო-სამართლებრივ ინფორმაციას, ორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე; (ინფორმაცია ყადაღის არ არსებობის შესახებ, მოვალეთა რეესტრი, ლიკვიდაცია-რეორგანიზაცია).

 

წარმატებულ კომპანიას უნდა გქონდეს მუდმივად განახლებული დოკუმენტი, სადაც თავმოყრილი იქნება ყველა საჭირო ინფორმაცია თქვენი კომპანიის შესახებ.

ჩვენი მომზადებული პორტფოლიო ხელს შეუწყობს დაინტერესებული მხარეების ნდობის ამაღლებას თქვენ მიმართ და გარკვეული კონტრაქტების დროს უკვე საქმის 50% გექნებათ წინასწარ მოგვარებული, რაც ზედმეტი დროის, ენერგიისა და ხარჯების დაზოგვაში დაგეხმარებათ.