სამართლებრივი დავების ალტერნატიული გზების შეთავაზება

შესაძლებელია, რომ კომპანიას საქმიანობის გარკვეულ ეტაპზე წარმოექმნას დავები, რომელთა სასამართლომდე მიყვანა გარკვეულ ხარჯებს წარმოშობს.

 

რა გამოსავალი არსებობს ამ დროს?

არსებობს რამდენიმე ალტერნატიული გზა დავების პროცესის გასამარტივებლად:

 

• გამარტივებული წარმოება

• არბიტრაჟი

• მედიაცია

 

თუ კომპანიას ფულადი ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული დავა წარმოექმნა, რისი სასამართლომდე მიყვანაც მას გარკვეულ დროით და ფულად დანახარჯებს წარმოუქმნის, შესაძლებელია გამარტივებული წარმოების განხორციელება.

არსებობს დავების მოგვარების სხვა ალტერნატიული საშუალებაც - არბიტრაჟი, რომლის დახმარებითაც შედეგს სასამართლოსთან შედარებით, გაცილებით მოკლე დროში მიიღებთ და თქვენი იმიჯიც არ შეილახება, რადგან ეს ყველაფერი კონფიდენციალურობას გულისხმობს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ სასამართლო დავაში ხართ, შეგიძლიათ მიმართოთ მედიაციას და იპოვნოთ საქმის მოგვარების ისეთი გზები, რაც შესაძლოა სასამართლოსაც კი გამორჩეს.

 

ჩვენი გუნდი მზადაა გაგიწიოთ საჭირო დახმარება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თქვენ მოახერხოთ დავების მაქსიმალურად ეფექტიანად მოგვარება სასამართლოს გარეშე და ამ ყველაფრის საფუძველზე ზედმეტი ხარჯების დაზოგვა.