სამართლებრივი მხარდაჭერა ლიცენზირებასა და ნებართვების აღებაზე

კომპანიას განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების მიზნით სჭირდება სხვადასხვა სახის ლიცენზიები და ნებართვები, რის მოსაპოვებლადაც სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურასთან სჭირდება ურთიერთობა.

იმისათვის, რომ ფლობდეთ ზუსტ ინფორმაციას კონკრეტული საქმიანობისთვის საჭირო ლიცენზიების შესახებ და მარტივად მოიპოვოთ ისინი, თქვენ გჭირდებათ ამ სფეროში გამოცდილი ადამიანების კონსულტაცია. 

 

რას მოიცავს მოცემული სერვისი?

•წარმომადგენლობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში შემავალ სამსახურებთან (იუსტიციის სახლის სერვისები);

•წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებთან;

•კონსულტაციები საწარმოთა დაფუძნების, რეორგანიზაციის (გაყოფა, გამოყოფა, შერწყმა), ლიკვიდაციის პროცესში; 

•შესაბამისი გარიგებების მომზადება, გაფორმება და რეგისტრაცია, ასევე აღნიშნული პროცესების უშუალო მართვა;

•კონსულტაციები საწარმოთა ცალკეული საქმიანობის განსახორციელებლად, სავალდებულო ლიცენზიებისა და ნებართვების მისაღებად; 

•დოკუმენტაციის მომზადებასა და მოპოვების პროცესში დახმარების გაწევა; 

•წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება ადმინისტრაციულ ორგანოებში.


ჩვენი გუნდი მზადაა მაქსიმალურად დაგეხმაროთ ამ პროცესის წარმატებით დასრულებაში. ჩვენ გაგიწევთ საჭირო კონსულტაციებს, დაგეხმარებათ სხვადასხვა დოკუმენტაციის შეგროვებაში, ლიზენციებისა და ნებართვების მოპოვებასა და გარიგებების წარმატებით დასრულებაში.