საგადასახადო აუდიტი

ხშირად კომპანიები გარკვეულ პრობლემებს აწყდებიან კომპანიის საგადასახადო აღრიცხვის სწორად წარმოების, გადასახადების გადახდის და გაანგარიშების სისწორის მხრივ. არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია დაბეგვრის საკითხების თაობაზე, სწორად ვერ აფასებენ კომპანიაში არსებულ საგადასახადო რისკებს, რასაც შედეგად  შესაძლოა  საგადასახადო სანქციები მოჰყვეს.

 

რა გამოსავალი არსებობს ამ დროს? 

ამ დროს საჭიროა შეგროვდეს სათანადო ინფორმაცია და მოხდეს მისი ანალიზი, რათა აირჩეს ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი დაბეგვრასთან დაკავშირებით. 

 

როგორ ვმუშაობთ ჩვენ ამ მიმართულებით?

ჩვენ ვატარებთ საგადასახადო აღრიცხვისა და საგადასახადო ანგარიშგების აუდიტს, დეტალურად ვამოწმებთ კომპანიის ბუღალტრულ და საგადასახადო აღრიცხვას, რის საფუძველზეც ვაფასებთ კომპანიის საგადასახადო რისკებს და დაგვყავს ისინი მინიმუმამდე. ასევე ვამოწმებთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ბაზას, ვადგენთ გადასახადების გადახდისა და გაანგარიშების სისწორეს.

 

რას იღებთ თქვენ საბოლოოდ? 

თქვენ იღებთ დეტალურ ანგარიშს, რომელშიც მითითებული იქნება:

•ჩატარებული აუდიტის დროს გამოვლენილი საგადასახადო რისკების შემცველი ოპერაციები

•რისკების შემცველი ოპერაციების სამართლებრივი შეფასება 

•რეკომენდაციები საგადასახადო რისკების აღმოფხვრა-შემცირებისთვის

•რეკომენდაციები სააღრიცხვო დოკუმენტების მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანასთან დაკავშირებით.