ფინანსური და საგადასახადო საკონსულტაციო მომსახურება

კომპანიაში ყოველთვის არის შესაძლებლობა სწორად დაგეგმილი და განხორციელებული ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვის საშუალებით, დავზოგოთ ფულადი სახსრები.

 

რა არის ამისათვის საჭირო?

იმისათვის, რომ თქვენ მუდმივად გქონდეთ ზუსტი ინფორმაცია თქვენს კომპანიაში არსებულ ფინანსურ და საგადასახადო საკითხებზე, ჩვენი გუნდი საშუალებას გაძლევთ პროფესიონალებისგან მიიღოთ კონსულტაციები  არგუმენტირებული განმარტებით, რომლის საფუძველზეც გექნებათ ზუსტი ინსტრუქცია, როგორ მოიქცეთ კონკრეტულ სიტუაციაში.

 

რას გულისხმობს მოცემული საკონსულტაციო მომსახურება? 
 

ჩვენი სერვისი მოიცავს კონსულტაციებს:

•ფინანსურ მენეჯმენტთან დაკავშირებით

•წარმოებისა და ოპერაციების მენეჯმენტთან დაკავშირებით

•ადმინისტრაციულ საკითხებზე

•ბუღალტრულ აღრიცხვაზე

•საგადასახადო კანონმდებლობაზე

•კომპანიაში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად გასატარებელ ღონისძიებებზე

•საგადასახადო და სამეწარმეო საკითხებზე

•საგადასახადო და ბიზნეს-სამართლებრივ საკითხებზე

•ფინანსური აღრიცხვის საკითხებზე საერთაშორისო სტანდარტების  (IFRS)  შესაბამისობაზე. 

•შრომისა და სამეწარმეო კანონმდებლობაზე

•რისკებთან დაკავშირებით

•წილობრივ გარიგებებსა და რესტრუქტურიზაციის შესახებ

•ბიზნესის აღრიცხვიანობის დიაგნოსტიკისა და ხარვეზების გამოვლენის მხრივ

•ბიზნეს რისკების შეფასების მიმართულებით

 

იმისათვის, რომ გქონდეთ თქვენი კომპანიის შიდა პროცესების საფუძვლიანი ანალიზი, მიიღოთ გამოცდილი ექსპერტის რჩევები, გქონდეთ მუდმივი მხარდაჭერა, დამოუკიდებელი შეფასება და რეალური ხედვა ნებისმიერ სიტუაციაში, ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ მოცემული მიმართულებით.