იურიდიული აუთსორსინგი

მუდმივად განვითარებად ბიზნეს გარემოში, სადაც კომპანიები შეიძლება სხვადასხვა სამართლებრივი რისკების წინაშე დადგნენ, უმნიშვნელოვანესია, რომ ისინი უზრუნველყოფილი იყვნენ სანდო და  საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისი იურიდიული მომსახურებით.

ამასთანავე, იმისათვის, რომ ეს მიმართულება ბოლომდე გამართულად მუშაობდეს აუცილებელია, მასზე დიდი ყურადღება იყოს გამახვილებული, თუმცა კომპანიის მენეჯმენტისთვის საკმაოდ რთულია იურიდიულ მიმართულებაზე ფოკუსირება მაშინ, როდესაც მათი ძალისხმევა ბიზნესის ძირითად მიმართულებებზეა გადართული.

 

რა გამოსავალი არსებობს ამ დროს?

ჩვენი გუნდის იურიდიული აუთსორსინგის სერვისი თქვენი კომპანიის მენჯმენტს საშუალებას აძლევს ბოლომდე ფოკუსირდეს ძირითად ბიზნეს პროცესებსა და მიმართულებებზე, ჩვენ კი ჩვენს თავზე ვიღებთ ამ მიმართულებით მუშაობას, რის შედეგადაც დაცული იქნებით სხვადასხვა სამართლებრივი რისკებისგან, კომპანიის დანახარჯებიც იქნება ოპტიმალური და შეძლებთ მოცემული მიმართულებით დასახული მიზნების მიღწევას.

 

როგორ მუშაობს ჩვენი გუნდი?

ჩვენს შევისწავლით თქვენს ბიზნეს და ამის შემდეგ ვიწყებთ თქვენთან თანამშრომლობას. ვთანხმდებით სხვადასხვა საკითზე, ვისახავთ გარკვეულ მიზნებს და ყოველდღიურად მზად ვართ ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციების მოცემისა და დახმარების აღმოჩენისთვის.

შემდეგ ვირჩევთ თანამშრომლობის ორი სქემიდან ერთ-ერთს:

ჩვენი გუნდის მეშვეობით დავიწყებთ იურიდიული მიმართულების მართვას თუ ეს მოხდება თქვენი თანამშრომლების დახმარებით. მეორე შემთხვევაში ჩვენ გავუწევთ მათ მენეჯმენტს თქვენი დასახული მიზნების მისაღწევად.

 

არსებობს 10 მიზეზი, თუ რატომ არის იურიდიული პროცესის აუთსორსინგი უკეთესი არჩევანი:

 

1.ხარჯების დაზოგვა - აუთსორსის შემთხვევაში თქვენი კომპანიის მართვას ახორციელებს დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდი,  რომლის ცალკე დაქირავება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

 

2.მაღალი დონის პროფესიონალები - თქვენ მოგემსახურებიან სხვადასხვა გამოცდილების მქონე მაღალი დონის პროფესიონალები, რაც ნიშნავს, რომ  თქვენს განკარგულებაში იქნება სრული გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ  დასახული მიზნების მიღწევაში.

 

3.აუთსორსის შემთხვევაში თქვენ არ კარგავთ დროს თანამშრომლების აყვანაზე, მათ მომზადებასა და განვითარებაზე, რადგან  ამ ყველაფერს უზრუნველვყობთ ჩვენ.

 

4.მოქნილობა - თქვენი კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად ჩვენ მოვერგებით თქვენი მუშაობის სპეციფიკას, რაც გაგიმარტივებთ კომპანიის მართვის პროცესს.

 

5.აუთსორსი უზრუნველყოფს ფიქსირებული ხარჯების შემცირებას, მათ შორის ხელფასების, ბონუსების, იჯარის, ტექნოლოგიური და მრავალი სხვა ხარჯის.

 

6.უფრო მეტი დრო მენეჯმენტს - როდესაც გვერდში გყავთ ძლიერი პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი, თქვენ არ გიწევთ  მუდმივი ჩართულობა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებულ საქმიანობის მიმდინარეობასა და კონტროლში, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ იყოთ უფრო მეტად ფოკუსირებული თქვენი ბიზნესის ძირითად მიმართულებებზე.

 

7.გამოცდილება - ჩვენი გუნდის წევრები მრავალი წელია, რაც ამ მიმართულებით სხვადასხვა წამყვან კომპანიებში მოღვაწეობენ.

 

8.ჩვენი საკონსულტაციო ჯგუფი მოიცავს სხვადასხვა მიმართულების სერვისებს, რაც თქვენ საშუალებას მოგცემთ დამატებით მიიღოთ კონსულტაციები სხვა მიმართულებებიდან, მაგალითად როგორიც არის სტრატეგიული მენეჯმენტი, გაყიდვები, აიტი, ზოგადი მენეჯმენტი, ფინანსები და ა.შ.

 

9.ფოკუსირება -  ჩვენ ვართ იურიდიულ მიმართულებაზე ფოკუსირებული ნიშნავს იმას, რომ მუდმივად ვვითარდებით, ვნერგავთ სიახლეებს ჩვენს საქმიანობაში. შესაბამისად ჩვენი სახით თქვენ იძენთ საიმედო პარტნიორს, რომლიც ორიენტირებულია მომსახურების მაღალ ხარისხზე და მისაღწევ შედეგებზე.

 

10.შედეგებზე ორიენტირებულობა - ჩვენ არ ვართ იურიდიული კომპანია, რომელიც ორიენტირებულია კონკრეტული დახმარებების გაწევაზე, კონსულტაციების მოცემაზე და დიდი საკომისიოების მიღებაზე. ჩვენთვის მთავარი თქვენი მიზნებია და სწორედ ამიტომ ვართ ფოკუსირებული თქვენთვის სასურველი შედეგების მიღებაზე.