კორპორაციული ფინანსები

კომპანიის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში შეიძლება წარმოიქმნას კორპორაციული ფინანსური მომსახურების საჭიროება, მათ შორის - ფინანსური რესურსების მოძიება, წილების შეძენა-გასხვისება, შერწყმა, რესტრუქტურიზაცია და ლიკვიდაცია.

 

როგორ ვმუშაობთ ჩვენ?

იმის გათვალისწინებით, რომ კორპორაციულ ფინანსებთან დაკავშირებული თითოეული შემთხვევა საჭიროებს სხვადასხვა მიდგომას და სხვადასხვა მიმართულებით პროფესიონალების ჩართვას, ჩვენი გუნდი მოცემული სიტუაციის მიხედვით მოქმედებს.

 

ჩვენი სერვისი მოიცავს შემდეგი მიმართულებებით დახმარებას:

• ბიზნესის შეფასება - კომპანიის ყველა აქტივისა და ვალდებულების, შემოსავლების, განვითარების პერსპექტივებისა და კონკურენტებთან შედარების ჭრილში შეფასება.

• რესტრუქტურიზაცია - ორგანიზაციული პროცესების  შესწავლა და გარდაქმნა იმისათვის, რომ ორგანიზაციის მიერ დასახული მიზნები იყოს მიღწეული.

• შერწყმა - ორი ან მეტი საწარმოს გაერთიანების პროცესში დახმარება.

• ბიზნესის ყიდვა-გაყიდვა - ბიზნესის ყიდვის დროს არსებული ბიზნესის ყიდვის საფუძვლების აღმოჩენა, ხოლო გაყიდვის შემთხვევაში სწორი დროის შერჩევა და ამ პროცესში დახმარება.

• პარტნიორების შემოწმება

 

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი სპეციალისტებით, ხოლო მუშაობის მეთოდოლოგია  დაფუძნებულია კლიენტი კომპანიის ბიზნეს გარემოს და მისი ფუნქციონირების სიღრმისეულ შესწავლაზე, რის საფუძველზეც მზად ვართ თქვენი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული პრაქტიკული რჩევები მოგცეთ.