სასაქონლო მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების მართვა

კომპანიის წარმატებული ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია, რომ მას მოწესრიგებული ჰქონდეს სასაქონლო- მატერიალური მარაგები და ძირითადი საშუალებები.

 

ჩვენი გუნდი მზადაა დაგეხმაროთ ამ მიმართულებით და წესრიგში მოიყვანოს თქვენი კომპანიის:

  • საქონელი

  • სათადარიგო მარაგები

  • მზა პროდუქცია

  • ძირითადი საშუალებები

 

რას გულისხმობს მოცემული სერვისი?

 

  • საწყობის მართვის სისტემის შემუშავება  და  შექმნა, რომელიც საჭიროა კომპანიაში სასაწყობე ოპერაციების განსახორციელებლად.

  • სასაქონლო მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების თვითღირებულების სწორად გაანგარიშება

  • სასაქონლო მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა

  • საინვენტარიზაციო ნომრების მინიჭება (კომპანიის მენჯმენტთან შეთანხმებით) - ცალკეული სერიული უნიკალური ნომრების დაფიქსირება პროდუქტის ერთ სახეობაზე, როდესაც მნიშვნელოვანი არის ცალკეული პროდუქტის იდენტიფიცირება, მისი საგარანტიო მომსახურების ვადების დაფიქსირების ან სხვა მიზნით.

  • სააღრიცხვო პროგრამაში შეყვანა სასაქონლო კოდების ან/და საინვენტარიზაციო ნომრების  მეშვეობით

  • ძირითად საშუალებებზე ცვეთის დარიცხვის პოლიტიკის შემუშავება