ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის წარმოება

სწორად წარმოებული ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვა კომპანიის წარმატებული ფუნქციონირების და შემდგომი განვითარების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.

 

იმისათვის, რომ თქვენს კომპანიაში არსებობდეს გარკვეული სურათი კომპანიის სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებით, სწორად შეფასდეს საწარმოს აქტივები, ვალდებულებები, კაპიტალი, კომპანიის გადასახადები და ხარჯები, მოხდეს საგადასახადო ანგარიშგების შედგენა და გადასახადების სწორად მართვა, ჩვენი გუნდი მზადაა დაგეხმაროთ შემდეგი მიმართულებებით:

 

  • ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენა - თუ კომპანიაში არ გაქვთ ნაწარმოები საბუღალტრო აღრიცხვა, ან ეჭვი გაქვთ, რომ საბუღალტრო აღრიცხვის ხარისხი დაბალია, ჩვენ აღვადგენთ საბუღალტრო აღრიცხვას საქმიანობის საწყისი პერიოდიდან და მოვიყვანთ მას მოქმედ კანონმდებლობასთან  შესაბამისობაში.

  • ბუღალტრული აღრიცხვის სტრუქტურის შექმნა - ჩვენ დაგეხმარებით გრძელვადიანი სააღრიცხვო პოლიტიკის განსაზღვრაში, საბუღალტრო აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის შემუშავებაში, მოხერხებული სააღრიცხვო  სტრუქტურის შექმნასა და მის დანერგვაში. საფინანსო-საბუღალტრო სამსახურის თანამშრომლებისათვის ფუნქცია- მოვალეობების სწორად განაწილებაში.

  • საბუღალტრო პროგრამების დანერგვა - ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის მოწესრიგების  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია კომპანიის საქმიანობის შესაბამისი საბუღალტრო პროგრამა. საჭიროების შემთხვევაში ჩენი გუნდი დაგეხმარებათ სწორად მოხდეს საბუღალტრო პროგრამის შერჩევა, მისი  დანერგვა, საბუღალტრო გატარებების მაქსიმალურად ავტომატიზირება, პროგრამის დაცვა არაავტრიზებული ცვილებებისაგან

  • საგადასახადო მომსახურება - ჩვენს მომხმარებლებს მუდმივად ვაწოდებთ ინფორმაციას აღნიშნულ სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ, რაც საგადასახადო ვალდებულებების ოპტიმიზაციის გარანტია.

 

 

როგორ ხორციელდება ეს პროცესი?

ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის წარმოება შესაძლებელია შემდეგი ფორმებით:

საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება დისტანციურად - საბუღალტრო მომსახურების გაწევა ჩვენი ოფისიდან, რაც საშუალებას გაძლევთ მთელი ყურადღება თქვენს საქმიანობაზე გადაიტანოთ და არ მოსცდეთ ამ მიმართულებაზე, დაზოგოთ სახსრები ბუღალტერიის შტატის შენახვაზე და სანაცვლოდ მიიღოთ ობიექტური და დამოუკიდებელი დასკვნები.

საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება ადგილზე - თუ თქვენი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელია ადგილზე გქონდეთ საბუღალტრო აღრიცხვის სამსახური, ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ  აღნიშნული სამსახური დააკომპლექტოთ  სპეციალისტებით, რომლებიც ჩვენი მითითებებისა და რეკომენდაციების საფუძველზე გაგიწევენ მოცემული მიმართულებით დახმარებას.

 

რას იღებთ თქვენ საბოლოოდ?

  • კომპანიის ბუღალტრულ აღრიცხვაში დანერგილ საერთაშორისო სტანდარტებს და განსაზღვრულ პოლიტიკას

  • კომპანიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ბუღალტრული აღრიცხვისათვის თანამედროვე საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების დანერგვას

  • საბუთების ბრუნვის ოპტიმალურად ორგანიზებულ სისტემას

  • შემოწმებულ პირველად დოკუმენტებს

  • გადასახადების სახეობების მიხედვით შედგენილ დეკლარაციებს

  • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადების კალკულაციას

  • რეკომენდაციებს და კონსულტაციებს პირველადი საბუთების მომზადებასთან და სხვა  საკითხებთან დაკავშირებით

  • დამუშავებულ ანგარიშ-ფაქტურებს, ზედდებულებს, ინვოისებს, სალაროს/ საბანკო ამონაწერებს

  • კამერალური და გეგმიური საგადასახადო აუდიტის პერიოდში კომპანიის (დამკვეთის) ინტერესების დაცვას

  • რეკომენდაციებს ხელშეკრულებების მომზადებისას და მათ ანალიზს