მონაწილეობა საგადასახადო დავებში

კომპანიას საქმიანობის გარკვეულ ეტაპზე შეიძლება წარმოეშვას საგადასახადო დავები, ამ დროს კი მნიშვნელოვანია მათი წარმოებისთვის საკითხის თეორიული და პრაქტიკული ნიუანსების ცოდნა და სპეციფიკური გამოცდილება იმისათვის, რომ დავა წარმატებით იქნეს წარმართული.

ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ეტაპზე დავიცვათ თქვენი ინტერესები საგადასახადო დავებისას.

 

რას გულისხმობს საგადასახადო დავებში მონაწილეობა და თქვენი ინტერესების დაცვა?

 

  • საგადასახადო და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან წარმოქმნილ დავებში მონაწილეობა

  • კომპანიის ინტერესების დაცვა გამოცდილი გუნდის მონაწილეობით

  • კონსულტაციები საგადასახადო შემოწმებისას

  • საგადასახადო ორგანოების ქმედებების სამართლებრივი შეფასება

  • კომპანიის ინტერესების წარდგენა/ დაცვა ყველა ინსტანციაში

  • სასარჩელო, საჩივრების და სხვა სახის განცხადებების და დოკუმენტაციის მომზადება

 

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი და მაღალკვალიფიციური აუდიტორებით, საგადასახადო დავები კი ხორციელდება წინასწარ შემუშავებული პროცედურების შესაბამისად.

ჩვენ მაქსიმალურად დაგეხმარებით აღნიშნულ პროცესში, რაც საბოლოო ჯამში, საგადასახადო დავების თქვენ სასარგებლოდ დასრულებას უზრუნველყოფს.