თანამშრომლების შეფასება და განვითარება

წარმატებული კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მოტივირებული და პროდუქტიული თანამშრომლები, რისთვისაც სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებაა საჭირო, თუმცა სამწუხაროდ ქართული კომპანიების უმეტესობა ამ მიმართულებით არ არის აქტიურად ჩართული.

 

რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის?

იმისათვის, რომ განსაზღვროთ როგორ უნდა მოხდეს თანამშრომელთა დაწინაურება, ხელფასის ცვლილება, საბონუსე სისტემის ჩამოყალიბება, განსავითარებლად საჭირო პროექტების დაგეგმვა - შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემა ერთ-ერთი საუკეთესო ბერკეტია ამისათვის.

 

ამ დროს მნიშვნელოვანია:

•შეფასების სისტემის სახე
•სახელმძღვანელო კრიტერიუმები
•გარკვეული პროგრამები
•თანამშრომელთა კარიერული ზრდის გეგმა

 

როგორ ვიზრუნოთ თანამშრომელთა განვითარებაზე? 

თანამშრომელთა განვითარებაზე ზრუნვისთვის კომპანიაში არსებული ტალანტებისითვის დამატებითი ტრენინგებისა და განვითარების პროგრამების შემუშავებაა საჭირო, რაც თავის მხრივ, მომავალში კომპანიის პროდუქტიულობაზე აისახება.

 

ამ დროს მნიშვნელოვანია:

•სწორად დაიგეგმოს ტრენინგები
•დაიგეგმოს როგორც პროფესიული, ასევე უნარების განსავითარებელი ტრენინგები
•არსებობდეს ტრენინგ ბიუჯეტი
•დაინერგოს სწორი მეთოდები თანამშრომელთა განვითარებისთვის

 

კომპანიის წარმატებისთვის აუცილებელია, რომ სწორად განსაზღვროთ შესრულებული სამუშაოს სისტემა, იზრუნოთ თანამშრომელთა კარიერულ ზრდაზე სწორად და ყველა მნიშვნელოვანი კომპონენტი იყოს გათვალისწინებული.