სახელფასო და საბონუსე სისტემის შექმნა

კომპანიის წარმატებული ფუნქციონირებისთვის მოტივირებული თანამშრომლების არსებობა აუცილებელია, ამ პროცესში კი მნიშვნელოვან როლს სახელფასო და საბონუსე სისტემა ასრულებს.

 

ამ დროს მნიშვნელოვანია ვუპასუხოთ შემდეგ კითხვებს:

•გაქვთ თუ არა მმართველობით რგოლზე მიბმული სახელფასო გრადაცია?
•გაქვთ თუ არა ხელფასების დასამუშავებული პროგრამა?
•რომელ მაჩვენებლებზეა საბონუსე სისტემა მიბმული?
•რას მოიცავს სამოტივაციო სისტემა?
•რომელი პრინციპით და კოეფიციენტით ანგარიშობთ ზეგანაკვეთურებს?
•რა სახის დამატებითი სარგებელი ეძლევათ თანამშრომლებს და რის მიხედვით?

 

რას მოიცავს სახელფასო და საბუნუსე სისტემა და რატომ გჭირდებათ ის?

1.ბიუჯეტი და სახელფასო გეგმა - წინასწარ გაწერილი სახელფასო გეგმა და დამტკიცებული ბიუჯეტი საშუალებას აძლევს კომპანიას განსაზღვროს რა ხარჯების გაწევის საშუალება ექნება წლის განმავლობაში და რა ღონისძიებების დაგეგმარება შეუძლია.

2.სახელფასო განაკვეთი - კომპანიაში წლის დასაწყისში მტკიცდება სახელფასო განაკვეთი, რაც გამომდინარეობს დამტკიცებული ბიუჯეტიდან და აუცილებელად გასათვალისწინებელი ფაქტორია ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა. ინდივიდუალური ზრდის განაკვეთი აუცილებელია იყოს სამართლიანი და ობიექტური

3.სახელფასო სისტემა - კომპანიაში არსებული სახელფასო სისტემა, ამარტივებს ხელფასების დაანგარიშების პროცესს და მის სიზუსტეზეა პასუხისმგებელი

4.საბონუსე სისტემა - კომპანიაში სხვადასხვა დეპარტამენტების საბონუსე სისტემაზე მიბმა უმნიშნვნელოვანესია (წინასწარ გაწერილი გეგმის მიღწევის შემთხვევაში), ისევე როგორც გარკვეული მენეჯმენტის დონისთვის წლიური ბონუსი (რაც კომპანიის წლიური გეგმის მიღწევის შემთხვევაში ხდება)

5.სამოტივაციო სისტემა - სამოტივაციო სისტემის დანერგვა კომპანიას მოუტანს მოტივირებულ თანამშრომლებს, რომლებიც თავდაუზოგავად იმუშავებენ კომპანიის წარმატებისთვის

6.ზეგანაკვეთურები - ზეგანაკვეთური საათების კონტროლი და მათი "სამართლიანი" ანაზღაურება კიდევ ერთი დამატებითი შტრიხია კომპანიის იმიჯისათვის.

7.დამატებითი სარგებელი - კომპანიას, რომელსაც აქვს ამბიცია ბაზარზე თავის სფეროში იყოს ლიდერი, აუცილებლად უნდა ჰქონდეს შემუშავებელი თანამშრომლებისთვის "დამატებითი სარგებელი"-ს სისტემა, რაც მოიაზრებს ერთჯერად დახმარებას, დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას (ნაწილობრივ მაინც), უფასო კვებას (ან კვების თანხას) კორპორატიულ დაზღვევას, მობილური კავშირის დაფინანსებას, ავტომობილითა და საწვავით უზრუნველყოფას (პოზიციის შესაბამისად) ა.შ.

კომპანიისთვის აუცილებელია წინასაწარ გაწერილი სახელფასო გეგმის ქონა, სამართლიანი ინდივიდუალური ზრდის განაკვეთი, სწორი სახელფასო და საბონუსე სისტემა, ზეგანაკვეთურების ობიექტური ანაზღაურება და დამატებითი სარგებლის სისტემა თანამშრომლებისთვის, რაც კომპანიის წარმატებასა და დადებითი იმიჯის გაზრდაზე იმოქმედებს.