რეკრუტინგი

სწორად შერჩეული კადრი კომპანიის წარმატების გარანტია. კომპანიას საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე შეიძლება დასჭირდეს კონკრეტული მიმართულების კადრი, შესაბამისად საჭიროა დროულად მოხდეს მისი აყვანა, რათა დაიზოგოს როგორც ფულადი, ასევე დროითი ხარჯები.

 

როგორ მოვაგვაროთ ეს საკითხი?

იმისათვის, რომ სასურველ დროს მოიძიოთ სასურველი კადრი, გესაჭიროებათ დასაქმების სააგენტოების სერვისი, კომპეტენციაზე აგებული ინტერვიუირების მეთოდიკა, კანდიდატისადმი მოთხოვნების გაწერა და სათანადო პირების ჩართვა ამ პროცესში.

 

როგორ ვმუშაობთ ჩვენ?

სასურველი კადრის მოძიების პროცესში, თქვენ გვაწვდით ინფორმაციას ადამიანის მოვალეობებზე, კრიტერიუმებზე, რომლითაც გსურთ მისი სამსახურში აყვანა. ჩვენ ვფილტრავთ კანდიდატებს და ვადგენთ მოკლე სიას, რის შემდეგაც ვნიშნავთ გასაუბრებას და ჩვენი რეკომენდაციების თანხლებით, თქვენ იღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას.

 

რატომ არის ეს პროცესი მნიშვნელოვანი?

•არ მოხდეს თანამშრომელის მიღება არასაკმარისი ან ზედმეტად მაღალი კვალიფიკაციით.

•შეძლოთ კანდიდატების შედარება, რაც ავლენს წარმოდგენილ განსხვავებებს, აუცილებელი თვისებების არარსებობას ან პირიქით. 

•გქონდეთ სტაბილური დასაყრდენი ბიზნესის/ორგანიზაციის მშვიდი განვითარებისათვის.

•რეკრუტინგი გაძლევთ საშუალებას მოიძიოთ სასურველი კადრები დროულად, რაც ზრდის თქვენი კომპანიის პროდუქციულობას და გეხმარებათ დასახული მიზნების მიღწევაში.