ადამიანური რესურსების ადმინისტრირება

კომპანიის წარმატებული ფუნქციონირებისათვის აუცილებელია, რომ წესრიგში იყოს მოყვანილი ადმინისტრაციული ნაწილი, რის მიხედვითაც გამარულად შეძლებს კომპანია ფუნქციონირებას, დამკვიდრებული იქნება თანასწოროება და ზედმეტი პრივილეგია არ მიენიჭება კონკრეტულ თანამშრომლებს.

 

რა არის ამისათვის საჭირო?

ამ ყველაფრისისთვის აუცილებელია კომპანიას ჰქონდეს სტრუქტურა სწორ პროგრამაში აწყობილი, მოიცავდეს ის მმართველების შესაბამის რგოლებს, ანახლებდეს მას სწორი პერიოდულობით, ჰქონდეს პირადი საქმეები, რომლებთანაც შესაბამის პირებს ექნებათ წვდომა, კონტრაქტებს ჰქონდეთ ვადები, განახლების სიხშირე და კოდექსთან შესაბამისობა. 

 

რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანური რესურსების ადმინისტრირება?

1.კომპანიას უნდა ჰქონდეს დამტკიცებული სტრუქტურა, რათა  სუბორდინაცია იქნას დაცული და შესაბამისი პასუხისმგებლობები სწორად გადანაწილებული. 

2.თანამშრომლების რეესტრის წარმოება საშუალების აძლევს კომპანიას დროის ნებისმიერ დროს ზუსტად ვიცოდეთ თითოეულ დეპარტამენტში თანამშრომელთა ოდენობა და მათი ძირითადი მონაცემები

3.თითოეულ თანამშრომელზე შექმნილი პირადი საქმე ამარტივებს მათ შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაციის მოძიებას

4.სახელმწიფოს მიერ შექმნილი სააგენტო, რომელთა რეკომენდაციების დაცვა სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიას ეკისრება ფინანსური ჯარიმები

5.თითოეულ თანამშრომელთან სამუშაო პირობებზე წერილობითი შეთანხმება (საჭიროების შესაბამისად მუდმივად განახლებადი)  უზრუნველყოფს მომავალში ნებისმიერი გაუგებრობის თავიდან აცილებას

6.კომპანიაში უნდა არსებობდეს ნებისმიერი ვითარების შესაბამისი გაწერილი სტანდარტები და რეგულაციები, რომელთა დაცვა ყველა თანამშრომლისთვის სავალდებულოა.

7.კომპანიაში შექმნილი ნებისმიერი ვითარების შესაბამისი წერილობითი დადასტურება კომპანიის ხელმძღვანელისგან (საშტატო ერთეულების შექმნა/გაუქმება; კადრის მიღება/განთავისუფლება; მივლინება (უფლებამოსილების გადაბარება); შვებულება, ერთჯერადი დახმარება, პრემია ა.შ.) ქმნის კომპანიის ისტორიიდან ნებისმიერი საჭირო ინფორმაციის მიღების  დაზუსტებულ  საშუალებას. 

8.განცალკევებული ბაზებისა და სხვადასხვაგვარი წერილობითი კონტრაქტის არსებობა საკონტროლებლად მარტივს ხდის საშტატო და მომსახურების შეთანხმებაზე არსებული კადრების კონტროლს (განსხვავებული პირობები)

9.ბიულეტინის აღრიცხვიანობა კომპანიას  თანამშრომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მეტ ნაკლებად კონტროლის საშუალებას იძლევა და ამავდროულად კანონით დადგენილ ვადაზე გადაჭარბებული დღეების გამოყენების შემთხვევაში "არა-ეფექტური" თანამშრომლის სამუშაოდან დათხოვნის უფლებას წარმოშობს, ხოლო შვებულების დღეების კონტროლი და კომპანიის პასუხისმგებლობა თანამშრომლის მიერ კანონით დადგენილი დღეების გახარჯვის თაობაზე, კომპანიის პროდუქტიულობაზე აისახება. (სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსის დაცვა)

10.სამუშაოზე დასწრების კონტროლის სისტემა  კომპანიაში დისციპლინის დაცვის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და გარდა ამისა კომპანიის სტანდარტების  დამრღვევების გამოვლენას შესაძლებლობას იძლევა

11.სამუშაოს აღწერილობა და თანამშრომლის მიერ მისი ხელმოწერით დადასტურება კომპანიას აძლევს უფლებას მასში გაწერილი ყველა პუნქტის სრული სიზუსტით შესრულება მოითხოვოს.