დამსაქმებლის იმიჯი

კომპანიისთვის მნიშვნელოვანი საკითხია გარკვეული ცნობადობის მოპოვება ბაზარზე პოზიტიური კუთხით, რაც ხელს შეუწყობს მისი, როგორც კარგი დამსაქმებლის იმიჯის წარმოჩენას და საუკეთესო კადრების მოზიდვას.

 

როგორ შეიძლება ამ ყველაფრის უზრუნველყოფა?

იმისათვის, რომ კომპანია გააქტიურდეს, წარმოაჩინოს თავისი უპირატესობები და ყველასთვის გახდეს დასამახსოვრებელი კარგი დამსაქმებლის სტატუსის თვალსაზრისით, საჭიროა, რომ ის:

•ჩართული იყოს სხვადასხვა სოციალურ პროექტში

•ჰქონდეს ბაზრის შესაბამისი სახელფასო სისტემა

•ფლობდეს მნიშვნელოვან ღირებულებებს

•მოიპოვოს სამართლიანი კომპანიის სტატუსი

 

როგორ ვმუშაობთ ჩვენ ამ მიმართულებით?

ჩვენი გუნდი ორიენტირებულია კლიენტ კომპანიაში არსებული მდგომარეობის შესწავლაზე, ნებისმიერი იმ ფაქტორის გამოვლენაზე, რაც აუარესებს კომპანიის იმიჯს და რეკომენდაციების მოცემაზე, რაც საბოლოო ჯამში, მისი იმიჯის დადებითად შემობრუნებას უზრუნველყოფს.