შრომის უსაფრთხოება

ნებისმიერი კომპანიის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია თანამშრომელთა მაქსიმალური მობილიზება და ჩართულობა, ამისათვის კი აუცილებელია, რომ თითოეული მათგანი გრძნობდეს თავს დაცულად.

 

შეიძლება თუ არა ამის უზრუნველყოფა?

იმისათვის, რომ თანამშრომლები გრძნობდნენ, რომ კომპანია მათზე სათანადოდ ზრუნავს, საჭიროა შრომის უსაფრთხოების სისტემის განვითარება.

 

რა პრობლემები შეიძლება იყოს გამოწვეული შრომის უსაფრთხოების სისტემის არ არსებობის გამო?

1. თანამშრომლებს არ ექნებათ ექსტრემალურ სიტუაციებში საჭირო მოქმედების შესახებ ინფორმაცია

2. თანამშრომლები ვერ დაიცავენ თავიანთ თავს საჭირო დროს

3. კომპანიას პრომლემები შეექმნება შრომის ინსპექციის მხრიდან აღნიშნული დარღვევის გამო

 

როგორ მუშაობს ჩვენი გუნდი?

იმისათვის, რომ გქონდეთ ეფექტური შრომის უსაფრთხოების სისტემა, ჩვენი გუნდი მზადაა დაგეხმაროთ ამ მიმართულებით.

ჩვენ შევისწავლით თქვენი კომპანიის ზოგად მდგომარეობას და დაგაკავშირებთ ამ მიმართულების კომპეტენტურ პირებთან, რომლებიც დაგეხმარებიან და მოგცემენ რეკომენდაციებს არსებული ხარვეზების გამოსწორების თვალსაზრისით.

შრომის უსაფრთხოების შიდა კონტროლის სისტემის ჩამოყალიბება გეხმარებათ თავიდან აიცილოთ ისეთი სახის შეცდომები, რაც საფრთხეს შეუქმნის კომპანიის უსაფრთხოების სისტემის მართებულ და მდგრად განვითარებას.

სრულფასოვანი შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა დადებითად იმოქმედებს თქვენი კომპანიის იმიჯზე, თანამშრომელთა მოტივაციასა და პროდუქტიულობაზე, რაც საბოლოო ჯამში კომპანიის მდგომარეობაზე დადებითად აისახება.