ინვესტიციების მოძიება

კომპანიის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე საჭიროა მოხდეს ინვესტორის დახმარებით მისი სწრაფი ზრდა. შესაძლებელია გქონდეთ ახალი იდეა და ამისათვის გჭირდებოდეთ ინვესტორი.

მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, რომ ასეთი საჭიროების დროს ერთვებიან საკონსულტაციო კომპანიები და საინვესტიციო ფონდები, რომლებიც ეხმარებიან კომპანიებს ინვესტიციების მოძიებაში.

შესაბამისად, ჩვენც მივიღეთ გადაწყვეტილება და შევქმენით სერვისი - ინვესტიციების მოძიება.

 

როგორ ვმუშაობთ ჩვენ?

ჩვენ დაგეხმარებით, რომ მოვამზადოთ თქვენი კომპანია, გავაკეთოთ მისი საინვესტიციო შეთავაზება და მოვიძიოთ ინვესტორი, რომელიც იქნება დაინტერესებული თქვენს ინდუსტრიაში თანხის დაბანდებით.

აგრეთვე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ არა მხოლოდ უზრუნველვყოფთ ინვესტორის მოძიებას, ვართ შუამავლები მთლიანი მოლაპარაკების პროცესში და მეტიც, შესაძლებელია, რომ ჩვენ ვიყოთ ჩართულები გარკვეულ აუთსორსინგულ მიმართულებებში, რაც უზრუნველყოფს ამ გარიგების მდგრადობას.

ჩვენ ვიქნებით გარანტი იმისა, რომ თქვენ ნამდვილად გეყოლებათ კარგი ბიზნეს პარტნიორი, რომელიც თანამედროვე ბიზნეს მიდგომებით იხელმძღვანელებს თქვენთან მიმართებაში. ეს იქნება ინვესტორი, რომელსაც ექნება შესაძლებლობა ჩადოს საჭირო რესურსები იმისათვის, რომ კომპანია გაიზარდოს და გახდეს მომგებიანი ორგანიზაცია.

შესაბამისად, თუ გაქვთ სურვილი, რომ გააფართოვოთ თქვენი ბიზნესი, მოიძიოთ სათანადო ინვესტორი, ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ მოცემული მიმართულებით.