კომპანიის მომზადება საინვესტიციოდ

კომპანიას განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ესაჭიროება დამატებითი ფულადი რესურსები, თუმცა ყოველთვის არ არის შესაძლებელი ამ ყველაფრის დაფინანსება საბანკო სესხების საშუალებით და საჭიროა ინვესტორების მოძიება.

იმისათვის, რომ კომპანიაში მოვიძიოთ ინვესტორები, კომპანია უნდა იყოს მომზადებული ინვესტირებისათვის. ხოლო იმისათვის, რომ კომპანია მზად იყოს ინვესტიციებისთვის, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი ორი ფაქტორი:

1. პირველ რიგში ინვესტორები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ფინანსების მიმართულებას, რადგან კომპანია უნდა იყოს აუდიტირებული და ფინანსური თვალსაზრისით მართვის ძლიერი მხარე იყოს.

2. ასევე მნიშვნელოვანია მენეჯმენტის კორპორატიული მართვის სტილი და ყურადღება ექცევა თუ რამდენად ეფექტურია ის.

 

სწორედ ამ ორი ფაქტორის მიხედვით არის შესაძლებელი კომპანიაში შესაფერისი ინვესტორის მოძიება, რომელიც არ ჩაერევა კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში და არ შეუშლის კომპანიის არსებულ მენეჯმენტს ხელს.

ჩვენმა გუნდმა არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება გაეკეთებინა სერვისი, რომელიც გულისხმობს კომპანიის მომზადებას საინვესტიციოდ.

 

როგორ ვმუშაობთ ჩვენ?

ჩვენ ავაწყობთ თქვენს კომპანიაში მენეჯმენტის სტრუქტურას, რომელიც მისაღები იქნება ინვესტორებისათვის, შევქმნით კორპორატიული მმართველობის ისეთ სტილს, რომელიც იწვევს ნდობას ინვესტორების თვალში. ასევე დავნეგავთ ფინანსური ანგარიშგების  მომზადების საერთაშორისო სტანდარტებს (IFRS), ფინანსურ რეპორტინგს, კომპანიის ბიუჯეტის და Cash Flow-ს დაგეგმვას.