ინვესტიციების მართვა - საინვესტიციო ბიზნესის მოძიება

დღესდღეობით ქართულ ბაზარზე არის პრობლემა, რომლის მიხედვითაც ადამიანი, რომელსაც სურს ინვესტიციის გაკეთება, ვერ ახერხებს ამას იქიდან გამომდინარე, რომ არ არის რეალური ალტერნატივები თანხის დასაბანდებლად.

როგორ იქცევიან საქართველოში ის ადამიანები, ვისაც აქვთ გარკვეული თანხა? ისინი ან დებენ ფულს უძრავ ქონებაში, ან მიაქვთ ბანკში, რაც საბოლოო ჯამში არ უზრუნველყოფს ქართული ბიზნესის განვითარებას.

 

რატომ იქმნება ეს პრობლემა?

•ინვესტორებს არ შეუძლიათ იმ კომპანიების  მოძიება, რომელსაც ინვესტირება სჭირდებათ

•არ ენდობიან ინვესტირების საკითხს

•არ არიან დაინტერესებული კომპანიის მართვის ყოველდღიურობაში ჩართვით

 

ჩვენ ვეხმარებით ინვესტორებს, რომ მათ მოიძიონ კომპანია, რომელიც არის ფინანსურად მდგრადი, საინტერესო და ვაძლებთ რეკომენდაციებს კონკრეტული ინვესტიციის განხორციელებისათვის.

ამასთან ერთად ჩვენ ვართ შუამავალი ამ პროცესში, ვიღებთ გარკვეულ პასუხისმგებლობებს და ვმართავთ ბიზნესის გარკვეულ ნაწილს ან მთლიანად ბიზნესს.

მოცემული გარიგების მიხედვით, თქვენ შეგიძლიათ იყოთ როგორც აქტიური, ასევე პასიური ინვესტორი. თქვენზე იქნება დამოკიდებული, სრულიად ჩაერთვებით კომპანიის მართვის პროცესში თუ ჩვენ ავიღებთ ამ საკითხზე პასუხისმგებლობას.