ფრანჩაიზინგი

კომპანიები ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით სხვადასხვა დროს სხვადასხვა ეტაპზე დგანან და მათ წინაშე დგება ფნანჩაიზ ქსელის განვითარების საკითხი.

 

რა უპირატესობა აქვს ფრანჩაიზ ქსელს?

იმ შემთხვევაში, თუ ფრანჩაიზს ანვითარებ ქვეყნის ფარგლებს შიგნით გამოდის, რომ შენ სხვისი ფულის საშუალებით ყიდულობ ბაზრის გარკვეულ ნაწილს, რაც გაძლევს ბაზრის წილის ზრდის საშუალებას და ამავდროულად გეძლევა შესაძლებლობა გაზარდო შენი პროდუქტის საბითუმო გაყიდვები.

ფრანჩაიზი ძალიან კარგი მიმართულებაა, თუმცა საქართველოს ბაზარზე წარმატებული ფრანჩაიზის შექმნა საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, რადგან ფრანჩაიზის გაყიდვაზე დაწყებული მოლაპარაკებები საკმაოდ ნაადრევია ხოლმე და შესაბამისად, ის წარუმატებლად მთავრდება.

ჩვენმა გუნდმა შექმნა სპეციალური სერვისი, რომელიც გულისხმობს კომპანიის მომზადებას ფრანჩაიზის გასაცემად.

ამ შემთხვევაში იგულისხმება, რომ კომპანიაში ყველაფერი უნდა გახდეს სტანდარტიზირებული როგორც მარკეტინგის, ასევე გაყიდვების, ფინანსების, აღრიცხვიანობის, ბრენდინგის და სხვა მიმართულებებით.

 

როგორ ვმუშაობთ ჩვენ?

პირველ რიგში, ჩვენ შევისწავლით კომპანიას, ვდებთ სამოქმედო გეგმას, თუ რისი გაკეთება არის ფრანჩაიზის გაცემის მზადყოფნისთვის აუცილებელი, კომპანიაში ტარდება გარკვეული ცვლილებები და ვიწყებთ ფრანჩაიზ ქსელის განვითარებას.

ამასთანავე ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს არა მხოლოდ კომპანიის მომზადებას ფრანჩაიზისთვის, არამედ ფრანჩაიზის გაყიდვას,  ანუ პოტენციური ინვესტორების მოძიებას, რაც მოგცემთ თქვენ საშუალებას გაზარდოთ ბაზრის წილი და საბითუმო გაყიდვები, ეს კი საბოლოოდ, თქვენი კომპანიის მოგების ზრდაზე აისახება.