მენეჯმენტის აუთსორსინგი

კომპანიის მმართველობისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კორპორატიული მართვის სტილს და მენეჯმენტის სტრუქტურას. ამავდროულად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მენეჯმენტის წევრების კვალიფიკაციას, გამოცდილებას, მოტივაციას და ბევრ სხვა მსგავს ფაქტორს.

ჩვენ ხშირად გვხვდება კომპანიები, რომლებსაც პრობლემები აქვთ მენეჯმენტის სხვადასხვა რგოლში. შეიძლება კომპანია იყოს წარმატებული, რადგან დირექტორი ძლიერია მარკეტინგული თვალსაზრისით, მაგრამ მას არ ჰყავდეს შესაბამისი გუნდი იმისათვის, რომ მკვეთრად შეცვალოს კომპანიის მდგომარეობა უკეთესობისკენ.

ჩვენმა გუნდმა შექმნა ახალი სერვისი მენეჯმენტის აუთსორსი, რომლის მიხედვითაც ჩვენ მზად ვართ ჩავიბაროთ თქვენი კომპანიის მმართველობა სრულყოფილად და ვმართოთ ის კორპორატიული მმართველობის წესების მიხედვით.

 

როგორ ხდება კომპანიის მენეჯმენტის აუთსორსინგი?

პირველ რიგში კეთდება კომპანიის სრული აუდიტი როგორც მენეჯმენტის, ისე ფინანსების და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების თვალსაზრისით. შემდეგ ვაკეთებთ ანალიზს და ვდებთ ბიზნეს გეგმას, ბიუჯეტს, სამოქმედო გეგმას, რომელსაც აუცილებლად უნდა მიაღწიოს კომპანიამ მომავალში.

მას შემდეგ რაც დამტკიცდება ბიზნეს გეგმა, ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას კომპანიის წინაშე, რომ მივიღებთ დაპირებულ შედეგებს. შეთანხმებული პერიოდის განმავლობაში კი ჩვენი გუნდი ვიბარებთ კომპანიას და ვმართავთ მას სრულყოფილად.

 

რატომ მენეჯმენტის აუთსორსინგი?

წარმოვიდგინოთ, რომ კომპანიას ესაჭიროება ყველა მიმართულების სუპერ პროფესიონალები. ეს შეიძლება იყოს იურიდიული, HR, მარკეტინგი, ბრენდინგი, ფინანსები, ბუღალტერია, შესყიდვები, ლოჯისტიკა. აუთსორსის დროს ერთდროულად მოდის ამ მიმართულების ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას დასახული მიზნების მისაღწევად. საბოლოო ჯამში ერთმანეთთან შეთამაშებული პროფესიონალების საშუალებით ყველა კომპანიას შეუძლია მკვეთრად გაზარდოს მომგებიანობა.