პროდუქციის ექსპორტი

ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოში ნაწარმოები პროდუქციის ექსპორტს ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

იქიდან გამომდინარე, რომ ექსპორტი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი კლიენტებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ჩვენმა გუნდმა შექმნა ახალი სერვისი - პროდუქციის ექსპორტი.

 

რას გულისხმობს პროდუქციის ექსპორტის სერვისი?

ჩვენი მიზანია დავეხმაროთ კომპანიებს, რომ მოხდეს მათი პროდუქციის ექსპორტზე გატანა, ამისათვის კი თავდაპირველად ვაკეთებთ კომპანიის აუდიტს, რის შემდეგაც ჩვენ კომპანიას ვაძლევთ შესაბამის რჩევებს და ვუწევთ რეკომენდაციებს.

ამის შემდეგ კომპანიას ვაკავშირებთ სხვადასხვა ინვესტორთან და ვთავაზობთ მათ მოცემული კომპანიის პროდუქციას. საბოოლოო ჯამში ხდება ერთი კონკრეტული ინვესტორის მოძიება, რომელთანაც ვდებთ კონტრაქტს და პროდუქცია გადის საზღვარგარეთ.

ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული მთლიან პროცესში და ფაქტიურად ჩვენ ვხდებით ამ კომპანიის ექსპორტის მიმართულების განვითარებაზე პასუხისმგებელი პირები

 

მოცემული სერვისი დაგეხმარებათ მოამზადოთ თქვენი კომპანია მნიშვნელოვანი კონტრაქტის დასადებად ექსპორტის მიმართულებით, მოიძიოთ შესაბამისი ინვესტორი და მთელი პროცესი იყოს მაღალ დონეზე ორგანიზებული იმისათვის, რომ თქვენი პროდუქცია გავიდეს საზღვრებს გარეთ და მიიღოთ სასურველი მოგება.