ბიზნესის ყიდვა/გაყიდვის სერვისები

ჩვენი გუნდის ახალი მიმართულებაა სავაჭრო გარიგებების დადება სხვადასხვა ტიპის ქონებასთან. ეს შეიძლება იყოს როგორც მოძრავი, ისე უძრავი ქონება, მიწა, სხვადასხვა ტიპის ბიზნესი და კომპანიის წილები. 

 

ყიდვა-გაყიდვის პროცესში ჩვენი გუნდი არის შუამავალი ორ მხარეს შორის და ჩვენი მიზანია:

• გარიგება იყოს სამართლიანი
• გარიგება არ შეიცავდეს ფინანსურ რისკებს
• გარიგება შედგეს და იყოს წარმატებული

 

ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ, რომ ორივე მხარის ინტერესები იყოს დაცული შესაბამისი მოლაპარაკებების წარმოებისას. 

ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს არა მხოლოდ შეთანხმების განხორციელებას, არამედ გარიგების შემდეგ პერიოდში კომპანიის მენეჯმენტში ჩართულობას საჭიროების მიხედვით იმისათვის, რომ ბიზნესმა დაიწყოს მოგების სწრაფად გაზრდა.