გაყიდვების ქოუჩინგი კორპორატიულ მიმართულებაში

გაყიდვების ქოუჩინგი კორპორატიულ მიმართულებაში არის ჩვენი ახალი სერვისი საქართველოს ბაზრისათვის. ჩვენ ვეხმარებით კორპორატიულ გაყიდვებში მომუშავე კომპანიებს გაყიდვების გაზრდაში.

 

როგორ ვაკეთებთ ამას?

 

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია გაყიდვების პროფესიონალებისგან, რომლებიც ეხმარებიან თქვენს თანამშრომლებს გაყიდვების ტექნიკების ათვისებასა და მათ პრაქტიკაში დანერგვაში, რის შედეგადაც იზრდება თანამშრომელთა ეფექტიანობა და გაყიდვების რიცხვი, რაც საბოლოო ჯამში, კომპანიის მოგების ზრდას უზრუნველყოფს.

 

ხაზგასასმელია, რომ ჩვენ ვხდებით თქვენი გუნდის წევრები ვამზადებთ გაყიდვების სპეციალურ სცენარს თქვენი კომპანიისთვის, ყოველდღიურად ვმუშაობთ თქვენი გაყიდვების თანამშრომლებთან იმისათვის, რომ გაიზარდოს მათი ეფექტურობა და ბოლომდე ვიბრძვით იმისათვის, რომ თქვენ გაზარდოთ გაყიდვები.

 

ჩვენი მიდგომები მოიცავს როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ მუშაობას, ტრეინინგებს, სიმულაციებს და გამოცდების ჩაბარებას.