DK Real Estate

DK Real Estate ჩვენი საკონსულტაციო ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ ვემსახურებით მშენებარე და ახალი დასრულებული ბინებით ჩვენს საცალო მომხმარებლებს.

 

 

ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სამშენებლო კომპანიასთან და ვარჩევთ მათ სხვადასხვა სპეციფიკის მიხედვით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ისეთ სამშენებლოებთან, რომელთა სათავეშიც დგანან ადამიანები ცოდნით და მრავალწლიანი  გამოცდილებით ამ სფეროში. ჩვენ ვთანამშრომლობთ მხოლოდ მათთან, ვინც ასრულებენ მომხმარებლისთვის მიცემულ დანაპირებს და სთავაზობენ მათ უმაღლესი ხარისხის მშენებლობას.

ჩვენთვის მიუღებელია უძრავი ქონების ის დეველოპერები, რომლებსაც საეჭვო რეპუტაცია აქვთ, რადგან ჩვენი მიზანია DK Real Estate იყოს ასოცირებული ხარისხთან და მის ქვეშ მხოლოდ სანდო და ღირსეული კომპანიები გაერთიანდნენ.

 

 

ამჟამად ჩვენს ბრენდს ორი ფილიალი აქვს როგორც თბილისში, ასევე ბათუმში და სამომავლოდ ყოველთვიურად მაღალი ხარისხით ნაშენები ბინების უფრო მეტ არჩევანს შევთავაზებთ.

 

 

ჩვენ ვემსახურებით ჩვენს მომხმარებლებს მაღალ დონეზე. ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ ბინის გაყიდვა, ჩვენ გვსურს შევქმნათ ბედნიერი მობინადრეები, რომლებიც ჩვენს გუნდს გაიხსენებენ როგორც საუკეთესო მრჩეველს.

თუ გაქვთ სურვილი, რომ თქვენი მშენებლობის გაყიდვების მართვა ჩაბარდეს კლიენტების მომსახურების საუკეთესო გუნდს, ან გსურთ საუკეთესო შეთავაზების მიღება უძრავი ქონების მიმართულებით, დაგვიკავშირდით.