DK Adverts

დავით კენჭაძის საკონსულტაციო ჯგუფს დაემატა ახალი მიმართულება DK Adverts, რომლის მთავარი მიზანი კომპანიებისთვის კლიენტთა ნაკადის ზრდა.

განსხვავებით ტიპიური სარეკლამო სააგენტოებისგან, ჩვენი მიზანი არ არის კონკრეტული სარეკლამო არხის გაყიდვა. ჩვენ ვაკეთებთ კომპლექსური საკომუნიკაციო არხების დაგეგმარებას კომპანიის საჭიროებებიდან, მიზნებიდან და ბიუჯეტიდან გამომდინარე,  რაც ორიენტირებულია შესაბამის ბიუჯეტში მაქსიმალური შედეგის მიღებაზე, რადგან ჩვენთვის პრიორიტეტი გრძელვადიანი ურთიერთობებია ჩვენს კლიენტ და მეგობარ კომპანიებთან. თითოეული კომპანიისთვის გეგმის შედგენა ინდივიდუალურად ხდება.

ჩვენ განთავსებისა და დაგეგმარების გარდა, ვუწევთ საკონსულტაციო მომსახურებას, თუ რომელი არხი იქნება ჩვენი კლიენტისთვის ყველაზე ხელსაყრელი. შესაბამისად, ჩვენს მიერ დაგეგმილი რეკლამა ყოველთვის უფრო ეფექტურია. 

გამომდინარე იქიდან რომ სარეკლამო სააგენტოებისგან განსხვავებით ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული სარეკლამო არხების გაყიდვის ინტერესი ჩვენ შეგვიძლია მაქსიმალურად ობიექტურად ისეთი შეთავაზებების გაკეთება ბიუჯეტის ეფექტურობიდან გამომდინარე, როგორიც სხვას არ აქვს.

 

 

ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ყველა სარეკლამო საშუალება, რომლის სწორი დაგეგმვისა და გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია კლიენტთა ნაკადის ზრდა. შესაბამისად, თუ გსურთ, მეტი კლიენტი მოვიდეს თქვენთან და გაზარდოთ შემოსავლები, დაგვიკავშირდით.